საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-03
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული გამოფენა: "იმედის ბილიკები. თავისუფლების ოდისეა" გაიხსნება. გამოფენას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრება. 

გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც გენერალ „ანდერსის არმიის“ ჯარისკაცების და მათთან ერთად სსრკ-დან წასული მშვიდობიანი მოსახლეობის საბრძოლო მარშრუტი და მოგზაურობაა. აღმოსავლეთში 1941–42 წლებში „ანდერსის არმია“ პოლონეთის შეიარაღებული ძალების კონკრეტული ნაწილის არაოფიციალური, მაგრამ გავრცელებული სახელწოდება იყო, მისი მეთაურის ვლადისლავ ანდერსის პატივსაცემად. არმია ძირითადად გათავისუფლებული სამხედრო ტყვეებისგან შედგებოდა.

ანდერსის არმია შეიქმნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ 1942 წლის მარტში, ბრიტანელების, პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბჭოთა კავშირიდან იქნა ევაკუირებული და ირანის გავლით პალესტინისკენ გაემართა, სადაც  ბრიტანეთის მეთაურობის ქვეშ გადავიდა და უზრუნველყო პოლონეთის II კორპუსის (პოლონეთის შეიარაღებული ძალების წევრი დასავლეთში) ქვედანაყოფებისა და ჯარების უმეტესი ნაწილის გაძლიერება,  იტალიის კამპანიაში ბრძოლისას.

 

მსგავსი ღონისძიებები