საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-03
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

 3 ოქტომბერს,  15.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი სხდომა გაიმართება.

 

კონგრესი  3-5 ოქტომბერს  ჩატარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები უკრაინის, ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ევროპის, თურქეთის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და კანადის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან. ქართველი და უცხოელი მონაწილეები ისაუბრებენ კავკასიური ენების, ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ნუმიზმატიკის აქტუალურ საკითხებზე. კონგრესზე წარმოდგენილი იქნება 150-მდე მოხსენება.

 

კონგრესის მუშაობის პერიოდში თსუ-ს პირველ კორპუსში გაიხსნება მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა, ხოლო გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში - თამაზ გამყრელიძის სახელობის აუდიტორია.

 

სხდომები ჩატარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

 

კონგრესის ორგანიზატორები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (გრანტი CS-II-22-223)

 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.

მსგავსი ღონისძიებები