საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-25
თარიღი 16:00 სთ
მისამართი თსუ ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, 107-ე აუდიტორია

25 ოქტომბერს, 16.00 საათზე, სახელმძღვანელოს „ფინანსური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“  პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი მომზადებულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურსისათვის „ფინანსური აღრიცხვა“. მასში განხილულია 2022 წლის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  (IFRS/IAS) ცვლილებების შესაბამისად შემდეგი საკითხები: ფულადი სახსრების აღრიცხვა; მოთხოვნების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოსალოდნელი ზარალის მოდელი); მარაგების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოდელები და კრიპტოვალუტის აღრიცხვა); ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (მ.შ. კრიპტოვალუტის აღრიცხვა);  ვალდებულებების აღრიცხვა (ბასს 1, ფასს 9 და 37-ის შესაბამისად); კაპიტალის აღრიცხვა; შემოსავლების აღრიცხვა ფასს 15-ის შესაბამისად; ფულადი ნაკადების ანგარიშგება და განმარტებითი შენიშვნები.

 

სახელმძღვანელოში განხილული თეორიული საკითხები ილუსტრირებულია შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით   (512 გვ), ხოლო სავარჯიშოები და ამოცანები ამოხსნებით წარმოდგენილია შესაბამის კრებულში (520 გვ.). სახელმძღვანელო და კრებული განკუთვნილია ბაკალავრებსა  და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

 

სახელმძღვანელოები მომზადებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა  და აუდიტის კათედრის მიერ პროფესორ ლევან საბაურის რედაქტორობით.

 

რეცენზენტი: საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO საქართველო, პარტნიორი ი.ჟუჟუნაშვილი.

 

სპონსორები: ბაფ (GFPAA); სს რუსთავის აზოტი; საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები: PwC , EY, BDO, Moore abc, Grant Thornton, Nomad Capitalist;  ქართული  აუდიტორული კომპანიები FMG, „ალექსანდრე“, „მრჩეველი“,  „ბაკაშვილი და კომპანია“.

მსგავსი ღონისძიებები