საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-07-22
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის შიდა ეზო

22 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „ლიტჰაიკერი“ და ლიტერატურაში შემოქმედებითი კურსის „წერის არქიტექტურა“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულებს პარტნიორი კომპანიის „სულაკაურის გამომცემლობა“ მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ, „წერის არქიტექტურის“ გამარჯვებული კი ავტომატურად პროექტის „შემოდგომის ლეგენდა“ 2022 წლის ფინალში გადავა. თითოეულ გამარჯვებულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სერტიფიკატებს და სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს.

მსგავსი ღონისძიებები