საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-07-06
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

6 ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. 

 

შეხვედრაზე ელჩი ისაუბრებს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე; ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ის საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ახორციელებს. 

 

ღონისძიებას თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან. სტუდენტებს ელჩის მოხსენების პარალელურად საშუალება მიეცემათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და მათთვის საინტერესო კითხვებზე უშაულოდ ელჩისგან მიიღონ პასუხები. 

 

შეხვედრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ფიქრია ასანიშვილის ორგანიზებით გაიმართება. 

 

ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელად 2020 წლის მარტიდან მსახურობს. 
 

1993 წლიდან, ელჩი შჩიგელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ის მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საკითხების სპეციალისტად, კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტად, ეუთოს განყოფილების უფროსად და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ის იყო სტოკჰოლმში, პოლონეთის საელჩოში პოლიტიკური საკითხების მეორე მდივანი, ვენაში, ეუთოში და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.  2011 წლიდან 2015 წლამდე, ის იყო პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი რუმინეთში. 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე, იგი იყო უსაფრთხოების ახალი გამოწვევების და საფრთხეების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი და საერთაშორისო კიბერ-პოლიტიკის კოორდინატორი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

სხვა თანამდებობებთან ერთად, 2009-2011 წლებში, ელჩი შჩიგელი მუშაობდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პროცესში პოლონეთის მთავარ კოორდინატორად და გაყოფადი მასალების წარმოების შეწყვეტის ხელშეკრულების გაეროს მაღალი დონის ექსპერტთა მოსამზადებელი ჯგუფის წევრად (2017-2018). 2017-2018 წლების პერიოდში, ელჩი შჩიგელი დაინიშნა ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ, ჰააგის ქცევის კოდექსის თავმჯდომარედ.  2017 წლიდან, 2020 წლამდე,  ის იყო ჰელსინკიში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპის მოწინავე გამოცდილების, ხელმძღვანელ საბჭოში პოლონეთის ნაციონალური წარმომადგენელი/წევრი.

 

ელჩ შჩიგელს აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართალში. 2015 წელს ის დაჯილდოვდა ნაციონალური ორდენის დიდი ჯვრით, რუმინეთის ერთგული სამსახურისთვის.

მსგავსი ღონისძიებები