საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-28
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ პირველი კორპ. ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზი

28 ივნისს, 14:00  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში გაიმართება ელგუჯა თავბერიძის წიგნის „ეჭვის პერანგი“ პრეზენტაცია.

ეს არის მე-19 საუკუნის ქართული ფსევდოგალაქტიკური ქრონიკა მეორედ მოსვლასა, კუდიან ვარსკვლავსა და კუდიანებზე.

წიგნი ეყრდნობა ალექსანდრე ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ზურაბ ანტონოვის, ნიკო ლომოურისა და სხვათა მოთხრობებს, პიესებსა თუ პუბლიცისტურ სტატიებს.

ეს არის საკმაოდ მტკივნეული თემა, რომელიც სულაც არ გამქრალა და სხვადასხვა ვარიაციით მოსდევს ჩვენს - და საერთოდაც საკაცობრიო - ცხოვრებას.

ასე რომ, ეს მხოლოდ ისტორია არ არის, არამედ დღესდღეობითაც აქტუალურია და მომავლისთვისაც გასათვალისწინებელი.

წიგნში დიდძალი დოკუმენტური მასალაა დამუშავებული და გააზრებული, თანაც ისე მოხდენილად დალაგებული და ისეთ ექსპრესიულ სტილისტიკაში მოქცეული, რომ „ეჭვის პერანგი“ რომანივით იკითხება და მეტად საინტერესოა ყველა თაობის მკითხველისათვის.

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები