საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-28
თარიღი 10:30 სთ
მისამართი დიმიტრი უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, საკონფერენციო დარბაზი.

2022 წლის მარტის თვეში, საქართველო გახდა „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაციის“ სრულუფლებიანი წევრი.


აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, 2022 წლის 28 ივნისს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო დღე „საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაში - ახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევრებისთვის“.


ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებს მიაწოდოს ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობისა და როლის შესახებ, რომელსაც იგი ასრულებს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიეწოდება ინფორმაცია, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების გაფართოების ხელშემწყობის კუთხით, COST ასოციაციაში მოქმედი მრავალფეროვანი ინსტრუმენტების შესახებ.


საინფორმაციო დღეზე, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები COST პროგრამის შესახებ. COST ასოციაციის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ COST პროგრამაში მონაწილეობისთვის სასარგებლო პრაქტიკულ რჩევებს, ხოლო COST აქციების ქართველი ბენეფიციარები ისაუბრებენ პროგრამაში მონაწილეობით მიღებული სარგებლის შესახებ. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, საქართველოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის რანგში, საქართველოს წარმომადგენლებისთვის COST აქციებით გათვალისწინებული გაფართოებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.


ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.
 

COST ასოციაცია აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე მეცნიერებს:

 სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგ სკოლებში მონაწილეობას;
 მოკლევადიან სამეცნიერო ვიზიტებს COST-ის რომელიმე ქვეყნის კვლევით დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში;
 დისემინაციის აქტივობებს და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას;

 ასევე, გასცემს საკონფერენციო გრანტებს, რომელიც დოქტორანტურის სტუდენტებსა და დამწყებ მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონფერენციებს.


შეგახსენებთ, რომ COST მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.


COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებას COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით და სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.


ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა პირებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 26 ივნისამდე, შემდეგ ბმულზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
1. ეთერ ხანჯალიაშვილი- ტელ: 577 77 04 50; ელ. ფოსტა: ekhanjaliashvili@mes.gov.ge
2. ნათია გაბიტაშვილი- ტელ: 577 09 78 00; ელ. ფოსტა: ngabitashvili@mes.gov.ge
 

რეგისტრაციისას მიუთითეთ: სახელი, გვარი, თანამდებობა, ინსტიტუცია, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

 

ღონისძიების დღის წესრიგი.

მსგავსი ღონისძიებები