საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-02
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

2 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალი გურამ ოდიშარია და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გამართავენ დისკუსიას აფხაზურ-ქართულ საკითხზე სახელწოდებით - „დანაღმულ ველზე სიტყვებით სიარული“.  დისკუსიების ციკლი ხორციელდება ქართული ლიტერატურული ინიციატივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდი.

 

დისკუსიების ციკლი თანამედროვე აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდებში ისტორიული მოვლენების, დამკვიდრებული სტერეოტიპული აღქმების და მომავალი მშვიდობიანი თანაარსებობის პერსპექტივის სწორ ანალიზს ისახავს მიზნად.

უწყვეტი საუბარი ჩვენს საზოგადოებებს შორის არსებული ხიდჩატეხილობის პრობლემებზე, სწორი დიალოგის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მშვიდობიანი თანაარსებობის და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. როგორ ესახებათ ეს პროცესი ახალგაზრდებს? რა საერთო ინტერესები შეიძლება არსებობდეს ორივე მხრიდან ნდობის აღდგენის გზაზე დიალოგის გასაძლიერებლად? როგორი უნდა იყოს გზავნილები ჩვენი მხრიდან თანამედროვე აფხაზური საზოგადოებისადმი - ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ავტორები დისკუსიის ფარგლებში ისაუბრებენ.

 

მსგავსი ღონისძიებები