საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-09
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე

9 ივნისს, 16:00 საათზე თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრისა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიება - წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი - რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ეძღვნება თსუ-ის ემერიტუს პროფესორის, აკადემიკოსის, ღვაწლმოსილი მეცნიერის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეს. 
 

წიგნი  ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი - რისმაგ გორდეზიანი 80“ მომზადებულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ პროექტ ,,პუბლიცისტური ნარკვევების“ ფარგლებში (ავტორი: ნინო კაკულია - ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი).
 

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა 95 წლის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ საიუბილეო ღონისძიებას. გაიმართება ფილმის - ,,9 ძველი და 5 ახალი ამბავი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ისტორიიდან“  - ჩვენება.
 

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს პარლამენტიდან მოწვეული სტუმრები, თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სხვადასხვა ტელეკომპანიისა და პრესის ჟურნალისტები, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და რისმაგ გორდეზიანის ოჯახის წევრები.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები