საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-31
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ალტე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2)

31 მაისს, 16:00 საათზე, ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური ნომრის წარდგენა გაიმართება, რომელიც ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა და თსუ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ეგიდითა და გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისის მხარდაჭერით გამოიცა.
 

ჟურნალში თავმოყრილია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები, ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2021 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ონლაინური საერთაშორისო კონფერენციის „COVID-19-ის პანდემია და ადამიანის უფლებები“ მასალები და ექსკლუზიურად ამ ნომრისთვის მომზადებული „იურიდიული კომპანიის პრაქტიკის მიმოხილვის“ რუბრიკა, რომელშიც შემოთავაზებულია „გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისის“ პრაქტიკა შრომით და ბიზნესდავებში.
 

ღონისძიებას შრომის სამართლის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური/სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.
 

 

მსგავსი ღონისძიებები