საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-28
თარიღი 14:45 სთ
მისამართი თსუ ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, 107-ე აუდიტორია

28 მაისს,  10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XIX-XX საუკუნეების ქართული და საერთაშორისო პოლიტიკური, საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენლის  ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან საიუბილეო 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

საქართველოში ვარლამ ჩერქზიშვილისადმი მიძღვნილ პირველ გამოფენაზე, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახელ უაღრესად საინტერესო ფოტო და საარქივი მასალებთან -  საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით დამზადებულ ქართულ საფოსტო მარკის ესკიზთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გასული წლის 16 სექტემბერს, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადების დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული  მცირე ზომის ლითონის სარკოფაგი, რომელშიც 1925-2013 წლებში  ქალაქ ლონდონის “Golders Green”-ის კრემატორიუმში  ვარლამ ჩერქეზიშვილის ფერფლი ინახებოდა.

გამოფენაზე ასევე იქნება წარმოდგენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა, რომლითაც 1925 წელს ქართულმა ემიგრაციამ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და  უკანასკნელ გზაზე გააცილა დიდი მამულიშვილი.

28 მაისს, გამოფენის გახსნის შემდეგ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში   ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ მეორე დარგთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციაზე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისე სხვა პედაგოგიური, სამეცნიერო თუ კვლევითი დაწესებულებებიდან მოწვეული პროფესორები, მეცნიერ თანამშრომლები, დოქტორანტები, საპატიო სტუმრები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ  დიდ მაულიშვილს, მის დამსახურებებს ერისა და ზოგადად კაცობრიობის წინაშე. იმავდროულად იმსჯელებენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი, პოლიტიკური ემიგრანტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სამშობლოში ცნობადობის ასამაღლებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

26 მაისს თსუ მუზეუმში ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება. 

მსგავსი ღონისძიებები