საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-03-18
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115

18 მარტს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ STEM აკადემიაზე ქიმიაში და ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღეზე. ღონისძიება გაიმართება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. 
თსუ-ში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. აკადემიურ პერსონალს გავლილია ქვს სტაჟირება სან-დიეგოს  სახელმწიფო უნივერსიტეტში (კალიფორნია) და უძღვება შესაბამის კურსებს.
საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს,  ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის არის 10 000 ლარი წელიწადში.
პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა დაშეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

მსგავსი ღონისძიებები