საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-01-28
თარიღი 13:00 სთ
მისამართი მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, თსუ მუზეუმი

28 იანვარს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გადაეცემა პარტნიორი უნივერსიტეტის - ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის (ELTE) (უნგრეთი) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ლასლო ბორჰის. 
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიური ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“  გადაეცემა უცხოელს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის. უნგრელ პროფესორს, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის რექტორს, არქეოლოგს, უნგრეთის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტს ლასლო ბორჰს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციაში. მისი ძალისხმევით, 2019 წელს, ELTES-ს უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა. ლასლო ბორჰ  2021 წელს გახდა ჯილდოს მფლობელი.  
 

 დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან გულაღაშვილი, უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა სიკო, უცხოელი და ქართველი სტუმრები, თსუ სტუდენტები. 
 

ღონისძიებაზე გამოიფინება ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ (ქართველიშვილისეული გამოცემა, 1888 წ.), რომელიც თსუ ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული.
 

2021 წლის დეკემბერში ELTE- ის უნივერსიტეტში თსუ-ის დელეგაციის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ ამ ორ უნივერსიტეტს შორის დაიდება მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანი იქნება სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის ზრდა, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არქეოლოგიის დარგში. 
 

თსუ-ში 2019 წლიდან მოქმედებს უნგრული ენისა და კულტურის კურსი, რომელსაც დოქტორი არპად ელეში უძღვება. 2019 წელს ამ კურსით სულ 9 სტუდენტი დაინტერესდა, ხოლო მიმდინარე სემესტრში უნგრულ ენას უკვე 40-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 

 

 


 

მსგავსი ღონისძიებები