საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-07-02
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ მუზეუმი

2 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა.“ კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.     

წლევანდელი კონფერნცია ეძღვნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.). მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება ახმეთ მელაშვილის ღვაწლს, თურქეთის ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხებს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევას, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, ქართული ენის სწავლების პრობლემებს დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასაწავლებლებში, აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხებს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.

ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის კვლევის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი/ავტოქტონი ქართველები (ჰერეთი – აზერბაიჯანის რესპუბლიკა; არტაანი, შავშეთი, იმერხევი, არტანუჯი, ამიერ ტაო, სპერი, კლარჯეთი, ნიგალი, აღმოსავლეთ ლაზეთი – თურქეთის რესპუბლიკა), ისტორიული დიასპორები (ფერეიდანი და მაზანდარანი – ირანის ისლამური რესპუბლიკა; შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები – თურქეთის რესპუბლიკა) და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში; აგრეთვე, თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა.

მსგავსი ღონისძიებები