საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-06-25
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. I კორპუსი, მე-3 სართული, თსუ მუზეუმი

25 ივნისს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კვიპროსზე თსუ სტუდენტური არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის  ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თსუ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა.

 

ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII - VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი. კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ  უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეიტანა.

მსგავსი ღონისძიებები