საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-23
თარიღი 13:30 სთ
მისამართი თსუ

23 აპრილს 13:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ლივერპულის უნივერსიტეტის რექტორი, ოქსფორდ ბრუქსის ემერიტუსი რექტორი ჯანეტ ბერი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე - გლობალური პარტნიორობის განვითარებაში განათლებისა და კვლევის როლზე ისაუბრებენ. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ყოველწლიურად მართავს კონფერენციას, სადაც პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარმოადგენენ იმ ხედვებს და გადაჭრის გზებს, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტების ძირითადი მისიების - სწავლა და სწავლება, კვლევა, ინოვაცია და წვლილი საზოგადოების განვითარებაში - გაუმჯობესებას. 2021 წლის 22-23 აპრილს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე აქცენტი გაკეთდება გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტის როლზე, კონკურენტუნარიანი და მდგრადი ევროპის მშენებლობაში. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

მსგავსი ღონისძიებები