საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-23
თარიღი 15:00 სთ
მისამართი პლატფორმა ZOOM

23 აპრილს, 15:00 საათზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს ივანე ჯავახიშვილის დაბადების 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვებინარს „ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი“.

ვებინარი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით მოცემულ ბმულზე.

მოხსენებით გამოვლენ:
მალხაზ მაცაბერიძე (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი) - ივანე ჯავახიშვილი საქართველოს საზღვრების შესახებ
ივანე ჯავახიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921) რამდენჯერმე მოუხდა საქართველოს საზღვრების საკითხზე გამოსვლა და სპეციალური ნაშრომიც დაწერა ამ საკითხზე („საქართველოს საზღვრები“, 1919). ივანე ჯავახიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიულ-სტრატეგიული საზღვრების კონცეფცია, რომლის თაობაზეც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსიც ჩამოყალიბდა;

დავით სართანია (ისტორიის დოქტორი) - ივანე ჯავახიშვილი ნაციონალურისა და ინტერნაციონალურის თანაფარდობის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის საარქივო დოკუმენტებში დაცულია საინტერესო ჩანაწერი ნაციონალურის და ინტერნაციონალურის ურთიერთმიმართების შესახებ, რომლის შესახებაც, როგორც ჩანს, ავტორი აპირებდა თავის თვალსაზრისის განვრცობას;

ვლადიმერ ნაფეტვარიძე (პოლიტიკის მეცნიერების აკადემიური დოქტორი)  - ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინტერნეტ-სივრცეში
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ხოვლეში აქვს თავისი საიტი და ფეისბუკ-გვერდი, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ელექტრონულ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია ხელს უწყობს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზებას და მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეპიდემიის გათვალისწინებითაც;

თამარ ორჯონიკიძე (თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი) - საბჭოთა ხელისუფლება ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ (1936 წელი)
საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ივანე ჯავახიშვილი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 1936 წლის იდეოლოგიური კამპანია, რასაც უნდა მოჰყოლოდა ივანე ჯავახიშვილის დაპატიმრება.

მსგავსი ღონისძიებები