საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-04-22
თარიღი 19:00 სთ
მისამართი facebook live

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს!
ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საჯარო ლექციას სახელწოდებით „ფილაქანთა თეორია და დედამიწა“ გამართავს.
საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე გაუძღვება.
დედამიწის დღე 1970 წლიდან იღებს სათავეს და ბუნებისდამცველთა საპროტესტო მოძრაობის სახელთან არის დაკავშირებული. 1990 წლიდან ღონისძიებამ გლობალური სახე მიიღო და დღეს 22 აპრილი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მაშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
დედამიწის დღის 2021 წლის თემაა: „აღადგინე დედამიწა“, რაც ბუნებრივ რესურსებზე კონცენტრირებას და მწვანე ტექნოლოგიების განვითრებას გულისხმობს.

ღონისძიება ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის facebook გვერდზე პირდაპირი ტრანსლირებით
გთხოვთ დამიდასტუროთ ელ ფოსტის მიღება

მსგავსი ღონისძიებები