საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-11-06
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართება მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.
კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის გამო, კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით, ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 16 სექცია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსება ა/წ 6 ნოემბერს (პარასკევს), 10:00 საათზე, ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და მისი ლაივ ტრანსლირება მოხდება თსუ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.
პლენარულ სხდომას გაუძღვება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ თსუ რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურუსა და სპორტის მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ: 
გიუნტერ ჰოფბაუერი, პროფესორი, ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია - „გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა“ Günter Hofbauer, Full Professor, Technical University Ingolstadt, Germany – „An insight into the current situation of the German automotive industry“   
იოსებ ხელაშვილი, თსუ პროფესორი - „საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების პოსტ პანდემიური პერპსექტივები“ Ioseb Khelashvili, TSU Professor – „Post-Pandemic Perspectives on Sustainable Development of International Tourism in Georgia“

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაგრძელდება სექციებში. დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-5 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

მსგავსი ღონისძიებები