საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-10-15
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდი

შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ევროპის მემკვიდრეობის დღეებს“ აღნიშნავს.  ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან: ნენე კვინიკაძესთან, დავით გაბუნიასა და თამთა მელაშვილთან, რომელთა წიგნები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. შეხვედრა მათი ნაწარმოებების ირგვლივ დისკუსიის სახით წარიმართება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა იღებს მონაწილებას.

ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. 2020 წლის აქტივობები პან-ევროპული თემის „მემკვიდრეობა და განათლება“ ფარგლებში გაიმართება.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ონლაინ შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან მსმენელს მისცემს შესაძლებლობას თვალი ადევნოს, თუ როგორ ავრცელებს ლიტერატურა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ევროპაში.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე გაიმართება.

მსგავსი ღონისძიებები