საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-10-18
თარიღი 0:00 სთ
მისამართი თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

18-28 ოქტომბერს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე.

 

ბიენალეს ფარგლებში გაიმართება:

1.საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შედგება ორი - პროფესიონალური და სტუდენტური სექციისაგან. საქართველო წარმოდგენილი იქნება 2019 წელს პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე PQ19 წარმოდგენილი ნაციონალური პავილიონის ნაწილით (ქართველი რეჟისორების-დავით დოიაშვილის, დათა თავაძის, ნიკოლოზ საბაშვილის,  გურამ მაცხონაშვილის - სცენოგრაფიული ნამუშევრებით) და რუსთაველის თეატრის გოგი მესხიშვილის თეატრალური მხატვრობის სკოლის ინსტალაციით,  რომელმაც სტუდენტურ სექციაში ოქროს მედალი მიიღო.

2.Masters'Lab-ი - ლაბორატორია ოსტატებთან. ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა „Masters' Lab“-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ბრაზილიიდან, იტალიიდან, სერბიიდან, რუსეთიდან ჩაატარებენ online ლექციებს და მასტერკლასებს, თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის,  ხმის დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტის დარგებში. 

3.„სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ წარმოადგენს საერთო ონლაინ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაცია OISTAT-ს ცენოგრაფების, თეატრის არქიტექტორთა და ტექნიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით. 3 დღის განმავლობაში სიმპოზიუმი, სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის კვლევითი კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ ქეით ბარნეტის ხელმძღვანელობით გააერთიანებს პრაქტიკოსებსა და თეორეტიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ბიენალეს მიზანია ქვეყანაში ახალი, საერთაშორისო ფესტივალის დამკვიდრება, რომელიც ერთი მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს კულტურას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიულ განვითარებას, ვიზუალური და თეატრალური ხელოვნებების დარგებში, ისე თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ინტერკულტურულ დიალოგს, დარგის და უშუალოდ, თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. ბიენალე გახდება ხელშემწყობი ფაქტორი და საფუძველი თანამედროვე პროფესიების - განათების დიზაინის, ხმის დიზაინის, მულტიმედიური სცენოგრაფიის განვითარებისა და ახალი მეთოდოლოგიების შესწავლისა საქართველოში.

 

საერთაშორისო ბიენალეს მონაწილეთა შორის არიან პროფესიონალები და სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.

 

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

მსგავსი ღონისძიებები