საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-05-11
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ZOOM ID: 833-9951-8411, პაროლი: 129845

11 მაისს, 15:00 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი უმასპინძლებს რიგით მეორე ღონისძიებას ონლაინ სადისკუსიო პანელის სერიებიდან, რომლის თემაცაა: „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“. დისკუსიაზე მოწვეული წამყვანი განათლების საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ, თუ რა გავლენას მოახდენს COVID-19 პანდემია უმაღლესი განათლების სექტორზე, რა გრძელვადიანი პერსპექტივებისა და გამოწვევების წინაშე დგანან უნივერსიტეტები და სტუდენტები. როგორ მოქმედებს პანდემიით გამოწვეული ფინანსური, ეკონომიკური და დემოგრაფიული გავლენები უმაღლეს განათლების მოთხოვნაზე, ჩარიცხვებსა და სტუდენტთა მობილობაზე? როგორ აისახება პანდემიის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური წყობა უნივერსიტეტების დაფინანსებაზე, ინსტიტუციურ ტრადიციებზე, აკადემიურ პროგრამებსა და მდგრადობაზე? შეძლებს უმაღლესი განათლების სექტორი გარდაქმნასა და შესაძლებლობების გაფართოებას?

შემოგვიერთდით დისკუსიაზე და დარგის გამოჩენილ პირებთან ერთად განიხილეთ ზემოხსენებული საკითხები. ღონისძიების პანელისტები იქნებიან:

· მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

· კარლ დიტრიხი, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის პრეზიდენტი

· სიჯბოლტ ნორდა, Magna Charta Observatory-ს პრეზიდენტი

· გიორგი შარვაშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

· სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

პანელის მოდერატორია თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური. პანელური დისკუსია მოეწყობა ლაივ რეჟიმში, ZOOM-ის ვებინარის გამოყენებით. პანელის ბოლო 35 წთ. დაეთმობა კითხვა-პასუხს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე კითხვები დაუსვან პანელისტებს.

პანელურ დისკუსიაზე `დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ZOOM-ის ბმული: https://bit.ly/2W1j0m8. ბმული შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერ ბრაუზერში და რეგისტრაციის გარეშე დაესწროთ ლაივ შეხვედრას. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ვებინარის მონაცემების გამოყენებითაც, ZOOM ID: 833-9951-8411, პაროლი: 129845.

მსგავსი ღონისძიებები