საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-05-28
თარიღი 12:00 სთ
მისამართი .

28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იხსნება. 2020  წლის კონფერენცია ეძღვნება მეიფლაუერის ხელშეკრულების დადების მე-400  წლისთავს.

კონფერენციაში საქართველოსა და აშშ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, დოქტორანტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს.  წლევანდელ კონფერენციაში 54 მონაწილეა წარმოდგენილი.

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით 2020 წლის კონფერენცია  ტრადიციული  ფორმატით ვერ ჩატარდება. კონფერენცაიში მონაწილეთა მოხსნებები განთავსდება როგორც ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის (http://www.amstud.tsu.ge/), ასევე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის (https://www.tsu.ge/ge/faculties/humanities/news/) ვებგვერდებზე და ყველა მსურველს ექნება მათი გაცნობის საშუალება.
 

მსგავსი ღონისძიებები