საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-30
თარიღი სთ
მისამართი
30 ივლისს, 10.00 საათზე, გაეროს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ დადგენილი საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციაში საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თსუ სტუდენტების მიერ დამუშავებული სამეცნიერო ნაშრომების განხილვა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და გაეროს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს 2013-2016 წლების განმავლობაში წევრის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, ქეთევან ხუციშვილის მონაწილეობით შედგება.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, მოგვწეროთ: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი,  107 აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები