საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-11
თარიღი სთ
მისამართი
11 ივლისს, 10.40 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის სწავლებას ითვალისწინებს. 
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში უნგრულ ენასა და კულტურას შეასწავლის უნგრეთის საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ინსტრუქტორი. ერთწლიანი სწავლების შემდეგ უნივერსიტეტი განიხილავს პროგრამის სათანადოობასა და კრედიტების სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას. თსუ უზრუნველყოფს უნგრულის ინსტრუქტორის მონაწილეობას კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ასევე,  საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

მისამართი: ბათუმი, სასტუმრო „ბათუმი შერატონი“

მსგავსი ღონისძიებები