საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-06
თარიღი სთ
მისამართი
6 ივლისს, 11,00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში  პირველი შემოქმედებითი წერის მასტერკლასი გაიხსნება. პირველ მასტერკლასს ანნა კორძაია-სამადაშვილი ჩაატარებს. შემოქმედებითი ტრენინგი „წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილქნეტის ერთობლივი პროექტის - "შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში ხორციელდება. 
მოკლე კურსი სპეციალურად ლეგენდის ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10 მონაწილე წერის პრაქტიკულ კურს გაივლის, შეისწავლის თუ რა და როგორ უნდა წერონ, როგორ შექმნან სიუჟეტი, შეკრან კვანძი და მოყვნენ ამბავი, რომელიც დააინტერესებს მკითხველს, როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, შემოიყვანონ დასამახსოვრებელი პერსონაჟი ნაწარმოებში და წერონ გამართული დიალოგები, ასევე როგორ გამოიმუშავონ საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები ტრენინგზე მოცემული სავარჯიშოების გამოყენებით.
მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე გაუძღვებიან.
ტრენინგში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეეძლოთ, მონაწილეთა შერჩევა  ორ ეტაპად განხორციელდა. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მსურველებმა სამპუნქტიანი დავალება შეასრულეს, რომელიც მათთვის ლეგენდის გამარჯვებულმა, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელმა და სარეკლამო კომპანია "ლივინგსტონის" კრაეტიულმა დირექტორმა  ბექა ადამაშვილმა მოიფიქრა, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულმა 30-მა მონაწილემ დამატებითი დავალებები უკვე  ლაივ ტურში დაწერა. საბოლოოდ ტრენინგისთვის 10 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა, რომლებიც 6-7 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მასტერკლასს დაესწრებიან.
წარმატების შემთხვევაში მსგასვი მასტერკლასი შემოდგომის ლეგენდის ტრადიცია გახდება და ყოველ წელს, კონკურსის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ Iკორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი.

მსგავსი ღონისძიებები