საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-03
თარიღი სთ
მისამართი
3 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გაიმართება პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

პროფესორი თ. ცერცვაძე არის თსუ ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, 2014-2016 წლებში იყო თსუ აკადემიური საბჭოს წევრი. პროფესორი თ. ცერცვაძე ეწევა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა დარგში. იგი საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია.  1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და მძლავრი სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალით. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. თენგიზ ცერცვაძე ამჟამად თსუ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მკვლევარია. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში. ავტორია დამხმარე სახელმძღვანელოსი და ორი მონოგრაფიისა. არის 20-ზე მეტი ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციების/გაიდლაინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და თანაავტორი. 


მისმართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები