საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-09
თარიღი სთ
მისამართი
9 ივლისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე მოაწერენ. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-სასწავლო პროცესების ასევე ადმინისტრაციული პერსონალის, ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები აცხადებენ მზადყოფნას და გამოთქვამენ სურვილს სტუდენტთა, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ერთობლივ მონაწილეობაზე სხვადასხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
მსგავსი ღონისძიებები