საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-07-04
თარიღი სთ
მისამართი
4 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მოაწერენ. ხელშეკრულების მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველყოფისათვის ურთიერთთანამშრომლობის ფორმების დადგენა. ამ სფეროში განსახორციელებელ საქმიანობაში დეპარტამენტი ეყრდნობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, როგორც ერთადერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას, რომელიც მუშაობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის საკითხებზე. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
მსგავსი ღონისძიებები