საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-18
თარიღი სთ
მისამართი
18 ივნისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტური დაიწყება.  „მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი  - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  კომპანია „ჯეპრა“.
წელს კონკურსში 51 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან შიდა შესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო შეარჩია. 2019 წლის ფინალისტები, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალურ ტურში პარტნიორი კომპანიის დავალებაზე იმუშავებენ, არიან: „ინვენტა/INVENTA“ (თეიმურაზ გოჩიტაშვილი, ნენსი რობაქიძე, მაგდა ლომიძე); „კანუდოსი“ (მარიამ მოდებაძე, თამრიკო ნაჭყებია, გიორგი გაბიტაშვილი);  „ფილოჟუ“ (მარიამ, ტურძილაძე, თამთა ფირანაშვილი, სალომე თალაკვაძე, ანნა კაცაძე, მარიამ რაქვიაშვილი); „100%“ (ანა მეგრელიშვილი, ელენა გულიაშვილი, მაია გაბელია); „Creative Thinkers“ (ქეთევან მდევაძე, ქრისტინე ბუთხუზი, ანი კაცაძე).

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი. 
წელს კონკურსს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა და იგი კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე 7 წელია ახორციელებს პროექტს „მისია“, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას გახდნენ პარტნიორი კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინონ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ახალი ცოდნა ექსპერტებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდს საშუალება ეძლევა საკუთარი პროექტი განახორციელოს პარტნიორ კომპანიასთან ერთად. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, მარო მაყაშვილის დარბაზი

მსგავსი ღონისძიებები