საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-04-01
თარიღი სთ
მისამართი

1-5 აპრილს, 12.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის 13 წამყვანი უნივერსიტეტის 23 წარმომადგენელი დაესწრება. 

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინირებით  გაიმართება ერაზმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში.  

თსუ 2015 წლიდან ერაზმუსის 182 პროექტს ახორციელებს ევროპის 26 ქვეყნის 85 უნივერსიტეტთან, რომელთა ფარგლებშიც უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სტუდენტებისა და პერსონალის 1146 სრულად დაფინანსებული მობილობა განხორციელდა.

მისამართი, ჭავჭავაძის გამზირი 1. თსუ 1კორპ., აუდიტორია 107.
მსგავსი ღონისძიებები