საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-04-01
თარიღი სთ
მისამართი
1 აპრილს, 19.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე. 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, შექმნილია 1999 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს ერთადერთ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას საქართველოში, რომელიც ახორციელებს საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვას, რაც მოიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეების ლიცენზირებას, ჰონორარის შეგროვებას და  მის ქართველ და უცხოელ უფლების მფლობელებზე განაწილებას. აღნიშნულ საქმიანობას ასოციაცია ახორციელებს ადგილობრივ 2000-მდე უფლების მფლობლეთან დადებული პირდაპირი ხელშეკრულებით და უცხოეთის 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების თითოეულ მიმართულებაში მხოლოდ ერთი კოლექტიური ორგანიზაციის არსებობას ითვალისწინებს, რუსეთის დაფინანსებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, კანონის დარღვევით ცდილობს საქართველოში კოლექტიური მართვის სისტემის მოშლას. 

პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც ასოციაციამ, არაერთხელ ზეპირად თუ წერილობით უარი განაცხადა რუსეთის ავტორთა საზოგადოების მიერ დაფუძნებულ ევრაზიის კავშირში (http://eacop.org) გაწევრიანებაზე და მის მიერვე შექმნილ ბლოკჩეინ პლათფორმით (ipchain.ru) სარგებლობაზე, რომელიც კავშირში შემავალ ქვეყნებში (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) შეგროვებული ჰონორარის განაწილებას ახდენს. 

ამ არაერთი უარის პასუხად, რუსეთმა დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე რამდენიმე ქართველი მომღერალი და მათი მეშვეობით ცდილობს ასოციაციის საქმიანობის დისკრედიტაციას და სფეროში არეულობის შეტანას.

რუსული საფრთხე საკმაოდ რეალურია და მისი შეკავების მიზნით მყისიერი რეაგირება აუცილებელია!

#არაინტელექტისოკუპაციას

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორია

მსგავსი ღონისძიებები