საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-03-22
თარიღი სთ
მისამართი
22 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის წიგნის - „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა - განხილვა გაიმართება.

წიგნი ეხება თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ტერორიზმის ანატომიას, საქართველოს ჭრილში, რომელშიც განხილულია საერთაშორისო ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ - პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური, კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული შემადგენელი. ასევე, მოცემულია დასკვნითი რეკომენდაციები.

წიგნის რედაქტორია ჯემალ გახოკიძე - სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წამომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი. წიგნის რეცენზენტები არიან: ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტრორი, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ჯაბა სამუშია - ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. შოთა დოღონაძე - ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

წიგნის წარდგენა - განხილვაში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები