საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-03-22
თარიღი სთ
მისამართი
22 მარტს 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

 ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი  - ,,ვინც თავისი თავი შექმნა, self made” (ავტორი: გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია).
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჭილაშვილი, კინო-აკადემიისა და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული ცნობილი რეჟისორები - ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, მსახიობები - ნინელი ჭანკვეტაძე და ზაზა პაპუაშვილი დაესწრებიან.
მერაბ კოკოჩაშვილს, რომელიც 11 მხატვრული და 10 დოკუმენტური ფილმის რეჟისორია, 21 მარტს 84 წელი უსრულდება. იგი 2006 წლიდან დღემდე არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი. 


მისმართი: ი.ჭავაჭავაძის N1, თსუ I კორპ, 107-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები