საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-01-31
თარიღი სთ
მისამართი
31 იანვარს, 17:00 საათზე თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს საჯარო ლექციას თემაზე: "იძულებით გაუჩინარების პრაქტიკის აღმოფხვრა მსოფლიოში". ლექციის ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტების, მიგრაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შედეგად ადამიანების გაუჩინარების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას დაეთმობა ყურადღება.

თსუ პროფესორებთან ერთად ლექციას წარუძღვება პროფ. ჯერემი სარკინსი სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტიდან. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთვრებული პროფ. სარკინსი წლების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში იძულებითი ან ნებისსაწინააღმდეგო გაუჩინარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სპეციალური მომხსენებელი გახლდათ; ამასთან, ის გაეროს სპეციალური პროცედურების საკოორდინაციო კომიტეტის წევრიც გახლდათ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია.  
მსგავსი ღონისძიებები