საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-12-05
თარიღი სთ
მისამართი
5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია: ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოწვევები“, ხოლო 13:00 საათზე, ჩატარდება სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: კანონმდებლობა და პრაქტიკა” პრეზენტაცია.

საჯარო ლექცია ეძღვნება ადამიანის უფლებათა მე-16 ოქმით გათვალისწინებულ ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქციას და განიხილება ოქმიდან გამომდინარე სამართლებრივი პრობლემები და გამოწვევები.

საჯარო ლექციის შემდეგ, გაიმართება კრებულის პრეზენტაცია, რომელიც 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გაანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები და საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. სტატიებში მოცემულია მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N115.

მსგავსი ღონისძიებები