საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-05
თარიღი სთ
მისამართი
5 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის საფუძველზეც თსუ-ს წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გაიარონ პროფესიული მომზადება, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული საქმიანობით, ასევე გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. წამატებული სტაჟირების შემდეგ შერჩეული სტუდენტები დასაქმდებიან კომპანიაში.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოპერირებას უწევს მაგისტრალურ გაზსადენებს საერთო სიგრძით 1967,136კმ. და მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს: ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას  3 ძირითადი მიმართულებიდან: აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები, ჩრდილეოთ კავკასია-ამიერკავკასია; ბუნებრივი გაზის ტრანზიტულ მომსახურებას ჩრდილოეთიდან-სამხრეთის მიმართულებით; კომპანია ასევე უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი აირის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. სამუშაოები ტარდება მაღალი სტანდარტების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. გაფორმებული ხელშეკრულებების და მემორანდუმების საფუძველზე ყოველწლიურად  თსუ-ს ასობით სტუდენტი გადის სტაჟირებას და საქმდება სახელმწიფო და კერძო სექტორში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები