საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-28
თარიღი სთ
მისამართი
28 სექტემბერს, 9:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით მე-7 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” გაიხსნება.

ღონისძიება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით იმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან.

შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა: ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.

კონფერენცია 27 სექტემბერს, 9:00 საათზე ვორქშოფით დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.

მისამართი: თავისუფლების მოედანი 4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი.




მსგავსი ღონისძიებები