საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-07-05
თარიღი სთ
მისამართი
5 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მოაწერენ.

ხელშეკრულების მიზანია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები კომპანიაში  გაივლიან  საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას სხვადასხვა პოზიციებზე. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს სტუდენტთა დასაქმებისა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნის ხელშეწყობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები