საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-07-01
თარიღი სთ
მისამართი
1 ივლისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება. ISET-ის 39 სტუდენტს მიენიჭება მაგისტრის ხარისხი. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლუტერი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია დაესწრებიან. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს დასკვნითი სიტყვით მიმართავს და სწავლის დასრულებას მიულოცავს NBA-ის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.

ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ISET-ის სტუდენტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცავენ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას.

10 წლის განმავლობაში, ISET-მა  აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა. სკოლის 300-მდე კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.


მსგავსი ღონისძიებები