საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-30
თარიღი სთ
მისამართი
30 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,თანამედროვე გამოწვევები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის, თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში ”.

წელს კონფერენცია ეძღვნება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის თავსა და ივნისში აღნიშნულ ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს. კონფერენცია მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის, ასევე თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროების გარშემო აკადემიური დებატის წახალისებასა და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი ინტერესით დამოუკიდებლად შერჩეულ საკითხებს მიუძღვნეს შემდეგი სასწავლო კურსების ფარგლებში: ლტოლვილთა დაცვა საერთაშორისო სამართალში, მიგრაციის მართვის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ. კერძოდ, კონფერენციაზე წარსადგენად სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

სახელმწიფოში სამართლებრივი სტატუსის გარეშე მყოფ მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა; 
მიგრაციის მიმართება სახელმწიფო უსაფრთხოებასთან და მედიის როლი საკითხების გაშუქების პროცესში; 
თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებები ერთიანი ევროპული თავშესაფრის სისტემის მიხედვით; 
მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლაში;
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სამართლებრივი რეგულირება ევროკავშირის ქვეყნებში; 
ინტერნეტი, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადაბირების საშუალება და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია - საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და ეფექტიანი მექანიზმები. 


კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ორენოვან ჟურნალში.

კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.











მსგავსი ღონისძიებები