საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-06
თარიღი სთ
მისამართი
6 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ომარ არდაშელიას წიგნის „საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა. ისტორია და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, თსუ პროფესორები, სტუდენტები, საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წიგნში თავმოყრილია მასალა, რომელიც ასახავს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს - როგორ ყალიბდებოდა ეს ურთიერთობები წარსულში; რა მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ, თანასწორუფლებიან პარტნიორულ თანამშრომლობას უსაფრთხოების, მშვიდობის მშენებლობის, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებში.

წიგნი გამოიცა თსუ-სა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით.

მისამართი:ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.


მსგავსი ღონისძიებები