საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-06-06
თარიღი სთ
მისამართი
6 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.

წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ფულისა და კრედიტის თეორია; ფულის მიმოქცევა, კრედიტისა და ფინანსების ისტორია; ფულის, კრედიტისა და ფინანსების გამოყენება და ორგანიზაცია. მას ეკუთვნის 80-ზე მეტი გამოკვლევა, აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია "მსოფლიო ფული", "ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში", "ძვირფასი ქვები შოთა რუსთაველის პოემაში", "შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები "ვეფხისტყაოსანში", აგრეთვე, შემოქმედე­ბითად დაწერილი სახელმძღვანელოები, მრავალი მეცნიერული წერილი და საჟურნალო სტატია.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები