საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-29
თარიღი სთ
მისამართი
29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ - ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნები მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით: გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919, სამ ნაწილად - კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; თინათინ ბოლქვაძე, საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი: ნიკო მარი, ი. სტალინი,  არნ. ჩიქობავა - წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით განხილულია ნიკო მარის, ი. სტალინისა და არნ. ჩიქობავას როლი საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიაში. წიგნში გამოყენებული ყველა საარქივო დოკუმენტი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში. საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები - კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები