საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-09-28
თარიღი სთ
მისამართი
28 სექტემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი.

კითხვანში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის პროფესორები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევრები და თანამშრომლები.

კითხვანის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას.

2018 წელს, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, პირველ სასწავლო კორპუსში 321-ე აუდიტორიას მიენიჭება ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი. აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსის ხსნოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი წელს პირველად ტარდება და ტრადიციულად ყოველ წელს გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპუსი, №321 აუდიტორია.








მსგავსი ღონისძიებები