Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის და 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6006/10; 02.04.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს   კონკურსი   2021/2022   სასწავლო   წლის   შემოდგომის   და   2021/2021 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+    საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის      პროგრამის      ფარგლებში პარტნიორი      ევროპული    უნივერსიტეტების    მიერ    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    სამივე       საფეხურის       სტუდენტებისათის       გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 6,7 და 8 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ანა თოხაძე, თსუ იურიდული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ)ლელა  ჯამაგიძე,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)მერაბ  ხოხობაია,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)სიმონ გელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)კორნელი კაკაჩია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)დავით    მაცაბერიძე,        თსუ    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ)ნინო    პავლიაშვილი,    თსუ    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)თამარ მახარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)ჯაბა უროტაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
მ)მაგდა ცინცაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ნ)ზაალ    მაჭავარიანი,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ო)მაგდა ალანია, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)ბესიკ    კალანდაძე,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ)იზაბელა  პეტრიაშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
რ)მედეა  დესპოტაშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ს)ნინო    დარასელია,  თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულილ პროფესორი, კომისიის წევრი;
ტ)ბელა ხაბეიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
უ)ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ფ)მარინე    კობეშავიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ქ)ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ღ)ნინო  ქავთარაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ყ)ირინა     გველესიანი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
შ)მანანა     რუსიეშვილი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ჩ)მაია  გურგრნიძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ც)ნინო ჭრიკიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი
ძ)გიორგი    რუსიაშვილი,    თსუ    იურიდიული    ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 
წ)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 37/01-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
2021  წლის  30  მარტის  N19-0121089358  (თსუ  რეგისტრაციის  N5136/10-02,  02.04.2021) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს    „ქალაქ    თბილისის    მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის    ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05
03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2. ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   რექტორის   2020   წლის   06   ოქტომბრის   „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი    ასიგნებებიდან    წარმატებული    სტუდენტების    წახალისებისა    და სოციალურად        დაუცველი   სტუდენტების   დაფინანსების   წესების   დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N197/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების      ყველასთვის      ხელმისაწვდომ      ადგილას      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 38/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 მარტის  N5825/10   და   თსუ   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   უფროსის   2021 წლის 31 მარტის N5865/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   სასერტიფიკატო კურსის     „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე         

View More

Order N: 36/01-01

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2021 წლის 01 აპრილის   N36/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 01 აპრილის N5925/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის    სასერტიფიკატო   კურსის   „სახარჯთაღრიცხვო   გაანგარიშების   საფუძვლები   და   ფასების ფორმირება მშენებლობაში“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 20 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 500  ლარის ოდენობით;
2. უნივერისტეტში დასაქმებულ იმ პირებს, რომელთა სამუშაო სპეციფიკა (ფუნქციები) თანხვედრაშია სასერტიფიკატო კურსის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებთან, მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ.
3.  ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 75 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   გაცნობა   დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 56/02-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის  პერსონალის (ფიზიკური და ტექნიკური დაცვა) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის 2021 წლის 14 მარტის N4221/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის   დაცვისა   და   უსაფრთხოების   სამსახურის   პერსონალის (ფიზიკური და ტექნიკური დაცვა) სამსახურში მისაღებად:
ა) ინსპექტორი (ფიზიკური  დაცვა) - 20 ვაკანსია;
ბ) ინსპექტორი (ტექნიკური დაცვა) – ერთი ვაკანსია.

2. ფუნქციები /ძირითადი მოვალეობები, სამუშაო დრო, ანაზღაურება:
2.1. ინსპექტორის  (ფიზიკური დაცვა) ფუნქციები/ძირითადი მოვალეობები:
ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
ბ) სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები,    არ   დაუშვას   ობიექტზე   რაიმე   ინვენტარის   ან   ნივთის   შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
ე)  სამუშაო   საათების   დასრულების   შემდეგ,   ობიექტის   ადმინისტრატორთან   ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი; 
ვ)  შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;
ზ) საჭიროების    შემთხვევაში    მოქალაქეებს    აღმოუჩინოს    გადაუდებელი    პირველადი დახმარება;
თ) დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს ან დარეკოს ნომერზე 112.

2.2. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის სამუშაო დრო განისაზღვრება 24
საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს.
2.3.    დაცვისა    და    უსაფრთხოების    სამსახურის    ინსპექტორის    შრომის    ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 500  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.

2.4. ინსპექტორის  (ტექნიკური დაცვა)  ფუნქციები/ძირითადი მოვალეობები:
ა)    დაცვის   ტექნიკური   საშუალებების:   ვიდეომეთვალყურეობის   და   სასიგნალიზაციო სისტემების მონტაჟი – დემონტაჟი. დაცვის ტექნიკური საშუალებების სწორ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
ბ) უსაფრთხოების მიზნით უნივერსიტეტის ობიექტების გარე და შიდა განათების ნორმალურ მუშაობაზე კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
გ) საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დავალებით უნივერსიტეტის კორპუსებში განლაგებული ოთახების, საცავების და ა.შ. დალუქვა;
დ) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სხვა მითითებების შესრულება.
2.5 დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის (ტექნიკური დაცვა) სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება 40 (ორმოცი) საათიანი სამუშაო კვირით, თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს კორპუსის დაცვას კვირაში ხუთი დღე.
2.6. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის (ტექნიკური დაცვა) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 820 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.

3. უნარები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

4.  აპლიკანტმა გასაუბრების პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
დ) ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) ასევე ფოტოსურათი CD დისკზე;
ე) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

5. გასაუბრების მეორე ეტაპზე  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

6. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 11 საათზე ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013;
7. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
8. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 55/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2020-2021    სასწავლო    წლის    გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი გიორგი შარვაშიძე
                                   

View More

Order N: 233/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის    საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 224/01-04  

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5704/10; 30.03.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის    მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 31 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თეიმურაზ    პაპასქირი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ელენე   მეძმარიაშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

 

4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე


 

View More

Order N: 35/01-01          

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

 30/03/2021„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია,  მათ  მიერ  გადახდილი  სწავლის  საფასური ჩათვლილ  იქნეს  მომდევნო  ადმინისტრაციული  რეგისტრაციის  გავლისას  სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 221/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 25 მარტის N5261/10 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა    და   2019   წლის   შემოდგომის   მიღებაზე   ჩარიცხული   პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019  წლის  2  დეკემბრის  N300/01-01  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებზე თანდართული სახით (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 34/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    აღუდგეთ    სტუდენტის    სტატუსი    2020-2021    სასწავლო    წლის    გაზაფხულის სემესტრიდან    ძირითადი       საგანმანათლებლო       ერთეულების       შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4); ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 210/01-04        

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 211/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი    საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად    თანდართული   სიის მიხედვით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 212/01-04    

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ'' ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის     2021 წლის 26 მარტის N5370/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 

,,მუხლი 29. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა


ა) ნინო პავლიაშვილი - დირექტორის მოადგილე №205 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ბ) თამარ ჩიხლაძე - დირექტორის თანაშემწე №204, 206 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
გ) მარინა ფრუიძე - გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის  უფროსი  №210, 303 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე
პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
დ) ნანა ღუდუშაური - დაკომპლექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი № 105, 106, 019 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ე) მარიამ ჩხეიძე - მკითხველთა მომსახურების სამსახურის უფროსი - №200(IV დარბაზი), №201 (V დარბაზი), აბონემენტის ჰოლი, №301, №305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ვ) ნინო ნადირაძე - ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი - N207 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ზ) მარიკა ჟორჟოლიანი - სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი №407, 408 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი
პირი (I კორპუსი);
თ) მაია ბართაია - დიგიტიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი №108, 412 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ი) თათია ჩივაძე - მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი №209, 306 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
კ) მედეა ყიფიანი - კატალოგების მართვის მთავარი სპეციალისტი - №107, 302 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ლ) მაია მსხილაძე - წიგნსაცავის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - №014- I საცავი, №104 – III საცავი, IV საცავი და №300, 304 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
მ) ) გიორგი მიკუჩაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პროგრამისტი N 311 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ნ) თამარ ფირყულაშვილი - ხარისხის მართვის მენეჯერი -N208 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ო) ეკატერინე ხევსურიანი - ჰიგიენისა და რესტავრაციის ჯგუფის უფროსი სპეცილისტი - N308 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
პ) ნოდარ გრიგორაშვილი - მთავარი სპეციალისტი - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა- მუზეუმში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (III კორპუსი);
ჟ) ზურაბ მაკარიძე - საწყობის გამგე - N004, N309 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
რ) მიხეილ ვარაზაშვილი - კომენდანტი - (005, 007, 009, 013, 016, 020, 021, 022, 023, 100 (სააქტო დარბაზი), 101, 102, 103, 109, 203, 312, 310, 400 (I დარბაზი), 401 (II დარბაზი),
402 (III დარბაზი), 404, 404ა, 405, 406, 409, 410, 411, 413, საქვაბე, I პირველი სართულის ფოიე, I სართულის ჰოლი, II სართულის ფოიე, III სართულის ფოიე, IV სართულის ფოიე, IV სართულის ჰოლში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ტ) ალექსანდრა სეროვა - მკინძავი N 010, 011 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
უ) გიორგი თეთრაძე - მრავალპროფილიანი მუშა - N001, 012, 015 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ფ) იაგო თოიძე - ელექტრიკოსი -N006 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ქ) მარადი კვარაცხელია - კომენდანტი - ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (II კორპუსი).
ღ) ელგუჯა გოგიჩაიშვილი- მთავარი ინჟინერი - ოთახი N307.".

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 52/02-01

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი რომის საპიენცას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5035/10; 23.03.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის    მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი რომის საპიენცას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 24 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ქეთევან    ხუციშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ირინა     გველესიანი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)მაია ჯავახიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ლელა ჯამაგიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)გიორგი ჯიბუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)ანა თოხაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი.
4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 33/01-01

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისა და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო კურსში მონაწილოებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5064/10; 23.03.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი    ევროპული      უნივერსიტეტებისა      და      ვიტაუტას      მაგნუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო კურსში მონაწილოებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 25 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ლელა   ჯამაგიძე,   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რუსუდან     დოლიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ელენე  კვანჭილაშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)ლელა    მირცხულავა,       თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნირებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)ფიქრია ასანიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 32/01-01 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2021 წლის 26 თებერვლის N86/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2021 წლის 26 თებერვლის N86/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის  მე-2  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5063/28, 23.03.2021; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N4665/27, 18.03.2021; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N4758/30, 19.03.2021; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N4826/29, 19.03.2021; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N5112/31-05, 24.03.2021; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N4500/26, 16.03.2021 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N4883/32, 22.03.2021 წარდგინებების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2020-2021   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის     საქალაქო     სასამართლოს     ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 189/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობა) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 მარტის N5105/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 
1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობა) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა –  პალიატიური მედიცინა

1.   ეკა კიკილაშვილი (პ/ნ )
2.   ვასილ გოგიტაური (პ/ნ )
3.   ხათუნა ჯაფარიძე (პ/ნ )
4.   ხათუნა რევაზიშვილი (პ/ნ ).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 188/01-04   

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის  ინსტიტუტში  მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტის,   322     მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო    პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების დაკავების  დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო   კვლევითი   ერთეულების   (ინსტიტუტების)   საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 9 მარტის 06/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის   ნუგზარ ღლონტის   2021 წლის 18 მარტის N4696/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე 10  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 23 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 21 მაისამდე.
4. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  (ვადიანი) სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი ;

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (10 წლის ვადით) – 1 სრული საშტატო ერთეული.

ბ) კოსმოფიზიკური ობსერვატორია

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (10 წლის ვადით) – 1 სრული საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე   (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი)   გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)    განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის    თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა    და     ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ     მიმართული     დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
12. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
13.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
 
14.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 31/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19  აგვისტოს N124/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2021 წლის 18 მარტის N4714/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს   ცვლილება   „სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19 აგვისტოს N124/02-01 ბრძანებაში, ბრძანების პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 11 პუნქტი:
„11. თსუ-ის    თანამშრომლებისთვის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს საფასური განისაზრვოს საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით“.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 47/02-01