Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 9 ივნისის N10200/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2021 წლის 31 მაისის N15/04  ერთობლივ ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსი მქონე 31 პუნქტი:
,,31.  წინამდებარე  ბრძანების  მოქმედება  არ  ვრცელდება  ამ  ბრძანების  ძალაში  შესვლის მომენტისათვის  სტუდენტთა  საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის გამოცხადებულ და მიმდინარე პროცესზე, აღნიშნული პროცესის სრულად დასრულებამდე.“.

2. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,18. ენის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი აკეთებს ელექტრონულ განაცხადს მისთვის სასურველ გაცვლით ან მობილობის პროგრამაზე წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით.  გაცვლით  და მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევის მიზნით (რეგისტრაციის დასრულებისა და ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ), რექტორის ბრძანებით, იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 3, შესაბამისი კომპეტენციის მქონე   პირებისაგან. რექტორის ბრძანებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი (კომისიის თავმჯდომარე განისაზღვრება კომისიის შემადგენლობიდან, ხოლო კომისიის მდივანი განისაზღვრება საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტიდან და არ სარგებლობს კომისიის წევრის სტატუსით). კომისია ვალდებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი გასაუბრების საფუძველზე განახორციელოს სტუდენტთა შეფასება.“.

3.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე 

 

View More

Order N: 16/04

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (10162/10; 08.06.21) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი        სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 10 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე  დუნდუა,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ჯაბა   უროტაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 84/01-01

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტ ლიონი 2- ის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (10163/10; 08.06.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის    მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტ ლიონი 2-ის მიერ თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 10 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ბელა  ხაბეიშვილი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)იოსებ ხელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 85/01-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2021 წლის 08 ივნისის N10127/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს   ცვლილება   „სატენდერო   კომისიის,   სატენდერო   კომისიის   აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  საფინანსო  დეპარტამენტის  უფროსი/უფროსის  მოვალეობის  შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ე)  პერსონალის    მართვის    დეპარტამენტის    უფროსი/უფროსის    მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ვ)  მატერიალური   რესურსების   მართვის   დეპარტამენტის   უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ზ)  საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტის      უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
თ)  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  უფროსი  (კომისიის წევრი)”.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 102/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთიანი  საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორის  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 აპრილის № 10/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ   დოლბაიას2021 წლის  8 ივნისის N 9955/30  წერილის საფუძველზე,

 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს   კონკურსი   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი    გამოცხადდეს    2021 წლის 11 ივნისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის   ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება (სოციოლოგია) 
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

5. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის    ანკეტა,    შევსებული    დადგენილი    ფორმის    მიხედვით    (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური      მუშაობის      გამოცდილების      დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; 
6. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება,    შეთანხმება      ან      სხვ.)      სხვა      უმაღლეს      საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 20 ივლისის    ჩათვლით   11.00   სთ-დან   16.00   სთ-მდე,   სოციალურ   და   პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 86/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 აპრილის № 10/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის   თამარ  დოლბაიას  2021 წლის 8 ივნისის  N 9955/30   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 11 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის    ვადა    განისაზღვროს  2021  წლის  12  ივლისიდან   2021  წლის  20 ივლისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა;
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება: 
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა “);

5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის     ანკეტა,  შევსებული     დადგენილი     ფორმის     მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში  მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და 
დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2021  წლის  12  ივლისიდან 2021 წლის 20 ივლისის  ჩათვლით 11.00- დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 87/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციიდან მარტინ პიაცენას გათავისუფლების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22- ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და მ. პიაცენას 2020 წლის 3 ივნისის N7354/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გათავისუფლდეს 2021 წლის 20 ივნისიდან მარტინ პიაცენა  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   სტუდენტური   ომბუდსმენის პოზიციიდან.
2. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე  

View More

Order N: 10/01-03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ    – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 აპრილის №10/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2021 წლის 7 ივნისის N9982/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 10 ივნისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-      პროფესორების      აკადემიური      თანამდებობის დასაკავებლად:


კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია ,,ა’’)


კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია ,,ა’’)


ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: მაკრომოლეკულების ქიმია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( კატეგორია ,,ა’’)


5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის   ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის  მე- 2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე)შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო  ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 15:00 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N110;
7. ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი       კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს    შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,     შიდა    აუდიტის    სამსახური,    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 81/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2021 წლის 14 აპრილის №10/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2021 წლის 7 ივნისის N9982/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე
პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2.უნივერსიტეტის პროფესორად 10  (ათი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 10 ივნისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა.
4.კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი კათედრა: ბიომრავალფეროვნება
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ბ’’)


5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება    დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.    საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 15:00 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N110;
7.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი;"
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი").
11.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


გიორგი შარვაშიძე რექტორი
 

View More

Order N: 83/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა  და   სპორტის მინისტრის 2021 წლის 25 მაისის N486650 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 01 ივნისის  №9535/10, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2020//2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 114 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 124 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 82 სტუდენტი; დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 165 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  45 სტუდენტი; ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  102 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  43 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2021  წლის 18 ივნისის  ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 80/01-01

სსიპ–ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების  მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის 2021 წლის 2 ივნისის N9579/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის პირველი ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის    ეკონომიკის     ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები   (შემაჯამებელი   ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად:

ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის  პრობლემათა კვლევის განყოფილება:


1.  მურმან კვარაცხელია - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო);

მაკროეკონომიკის, მდგრადი  განვითარებისა  და ფინანსების განყოფილება:

1. მამუკა ხუსკივაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. თეა ლაზარაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განყოფილება:

1. ლია თოთლაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:

1.  ლინა დათუნაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 79/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის   შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის   დირექტორის   გელა გელაშვილის 2021 წლის 4 ივნისის 9844/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2021 წლის 3 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)    და განისაზღვროს არჩეულად:

კონდენსირებული  გარემოს   ფიზიკის    განყოფილება

მურმან წულაია  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული

დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მურმან წულაიასთან;
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 78/01-01  

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-2  მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის 3 ივნისის N 9759/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.   უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც  აქვს    დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება    დაიკავოს     პირმა,     რომელიც     აკმაყოფილებს     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი    პირობების     მე-2     მუხლით     განსაზღვრულ     კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5.  კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 11 ივნისს,   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 16 ივლისამდე. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული;
7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: გარემოს დაცვის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომლი - 0.5 საშტატო ერთეული;
8. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)    გამოცხადებულ      კონკურსში      მონაწილეობის      მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება,  დანართი 2);
ბ)  პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი  (პასპორტი,  პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV); 
დ)    შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში)    აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-
2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ    დანაშაულთა      ბრძოლის      შესახებ’’      საქართველოს      კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
9.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2021  წლის  12  ივლისიდან  2021 წლის 16 ივლისამდე   11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 77/01-01         

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N75/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის    მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა  და  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციაში

დასაქმებული ცალკეული პერსონალის ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა    და   წარდგენის   წესის   დამტკიცების   თაობაზე”   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N75/02-01 ბრძანებაში:


ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N3);
ბ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დაევალოთ ყოველი წლის 25 დეკემბრამდე წარუდგინონ მას წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი მომდევნო წლის 1 წლიანი და 3 წლიანი სამოქმედო გეგმები.“;

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებსა და მართვის ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში (უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს სამდივნო, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო) დასაქმებულ დამხმარე პერსონალს (გარდა ამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ დამხმარე პერსონალს დაევალოთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ისინი დასაქმებულები არიან, ყოველი წლის 20 იანვრამდე წარუდგინონ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად შედგენილი გასული წლის საქმიანობის პერსონალური ანგარიში.“;

დ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

,,52. წინამდებარე ბრძანების 51 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესით წარდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის, რომელშიც ისინი დასაქმებული არიან, დაევალოთ 2021 წლის 18 ივნისამდე, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად.“.


2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 101/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი,  მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 მაისის      N14/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის         ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2021 წლის  31  მაისის  N9462/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ გამოქვეყნებული ჰქონდეთ 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  7 ივნისს,  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021   წლის   7 ივლისიდან   2021   წლის   13 ივლისის ჩათვლით.     საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს   2021 წლის  30  ივლისისა; კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

მათემატიკური  ფიზიკის  განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021  წლის  7 ივლისიდან 2021 წლის  13 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა) თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში.    მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, IV სართ. ოთახი N405 .

7. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს(საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 76/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის   პროფესიული   განათლების   ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 2021 წლის 28 მაისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N9322/10 (25.05.2021) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესი” (დანართი N1).
2. ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისთვის    მიწოდება    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 75/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 31 მაისის N9461/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 31 მაისის  სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ქეთევან ებრალიძე - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მარინე დონაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ნათელა ანანიაშვილი - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ქეთევან ებრალიძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მარინე დონაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი;;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 16 ივლისისა.
5.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის    დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 74/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2021 წლის 31 მაისის N9351/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით 2021 წლის 01 ივნისიდან 2021 წლის 01 სექტემბრამდე განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:
ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას, ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;
ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი - განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.“.

ბ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2021 წლის 01 სექტემბრამდე.“.


2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 95/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების,22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესი“ (დანართი N1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 15/04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2021 წლის 14 აპრილის №10/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  ნანა  გაფრინდაშვილის  2021  წლის  19  მაისის    N  N8686/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე    პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 28 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 ივნისიდან 2021 წლის  6 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის  26  ივლისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი აღმოსავლეთის ისტორიის  კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
5. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2021 წლის 29 ივნისიდან 2021 წლის 6 ივლისის ჩათვლით 12-დან 16 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207; 
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი;"
8. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთა

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 72/01-01