Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 24 თებერვლის N3988/31-01 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N21/01-
01  ბრძანებაში  და  ბრძანების  მე-2  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული ფაკულტეტი

1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „სამართალი“ -61 ადგილი.“
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 54/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის  N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის N4035/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური    პროექტების     დაფინანსების     წესის     დამტკიცების     შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის   N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით    განსაზღვრული   10   თებერვლამდე   წარმოდგენილი   სტუდენტური პროექტების    ყოველწლიური   განხილვის   დადგენილი   ვადა,   2022   წლის   10 თებერვლამდე წარმოდგენილი პროქტებისათვის განისაზღვროს 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით.
2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის      ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი შამათავა
 

View More

Order N: 34/02-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 23 თებერვლის N3873/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე; 
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
დ.ა.)  თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
ე) ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 01-02 მარტი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა    აპლიკანტისთვის   არის   პროფესიული   მომზადების   პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში)  cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
5. ელექტრონული სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 51/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 18 თებერვლის №6/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის  2022  წლის  22 თებერვლის  N3705/29  წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტზე    ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022  წლის 28 თებერვალს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 29 მარტიდან  2022  წლის  5 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს  2022  წლის  21  აპრილისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა

სოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული  კატეგორია „ა“;
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)   ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული განათლების   ან/და სამეცნიერო   ხარისხის   აღიარების   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; 
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის  დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს       ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 29 მარტიდან 2022 წლის
5 აპრილის   ჩათვლით 10:00-დან   16:00  საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00  საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2 თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი", ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 52/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ“ თსუ რექტორის 2017 წლის 03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ჟ“ პუნქტების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს    განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის  29 მაისის N99/ნ ბრძანების, „სსიპ  – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის N04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეტანილ  იქნეს  ცვლილება  და დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების    დასრულების     დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უმაღლესი  და  პროფესიული  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01  ბრძანებისა და  „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის  მომზადების  სერტიფიკატის   გაცემის  შესახებ“  თსუ   რექტორის  2017 წლის  03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის  13 ნოემბრის N284/01-01  ბრძანების:

ა) სათაურის ნაწილში და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების  დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“

ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ. სერტიფიკატის ფორმა (პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულთათვის).“

2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 50/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 თებერვლის N3147/10  და  თსუ უწყვეტი     განათლების     ცენტრის     უფროსის     2022 წლის 17 თებერვლის     N3366/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსი „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2.“  (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე  

View More

Order N: 49/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 11 მარტის MES 5 21 0000215081 ბრძანების („პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“ მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების, ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 თებერვლის №3425/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციის შესაბამისად (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბაჟო საქმე“ (თბილისი, ქუთაისი) დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბაჟო საქმე“   ამოქმედება მოხდეს 2022 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ 2020 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამისი  სტრუქტურული  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 48/01-01    

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ინსა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   22   თებერვალს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მირეი    დუკასე,    რენის    გამოყენებით    მეცნიერებათა    ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ზაალ მაჭავარიანი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს  კონკურსის  ჩატარებისა და  კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 46/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 08 ნოემბრის 23415/27   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი” (დანართი N1).
2. გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი
შემადგენლობით:

ა) ნანი გელოვანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ( კომისიის თავმჯდომარე).

ბ) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი (კომისიის წევრი);

გ) გიული ალასანია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);

დ) ჯაბა სამუშია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);

ე) ნიკოლოზ ჯავახიშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ვ) მიხეილ ბახტაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);

ზ) მირიან მახარაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი, მდივანი).

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 47/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელისა და მეცნიერი თანამშრომელების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 14 იანვრის N3/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და  მე-9 მუხლების,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 15 თებერვლის N 3174/10 წერილის (თან ერთვის ისტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N2 15.02.2022) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელისა და  მეცნიერი თანამშრომელების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 14 იანვრის N3/01-01 ბრძანებაში
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:
„1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე    შესარჩევად

დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) გურამ ქუთელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
2) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
3) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.“
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:
„2. დამტკიცდეს    საკონკურსო    კომისიის    თავმჯდომარედ    გურამ    ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.“
2.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 44/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 21  0000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების 1.4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4. 2022 წლის 7 მარტიდან სასწავლო პროცესი წარიმართოს შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. საგანმანათლებლო პროგრამის, თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი.“

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას 1.4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.41, 1.42 და 1.43 პუნქტები:

„1.41. 2022 წლის 2 მაისიდან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი წარიმართოს სრულად დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში.

1.42. დასწრებით ფორმატში (არადისტანციურ რეჟიმში) სასწავლო პროცესი წარიმართოს
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხოლო დისტანციურ რეჟიმში - ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით;

1.43. მედიცინის ფაკულტეტი უფლებამოსილია 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან    სასწავლო    პროცესი    წარმართოს    სრულად    დასწრებით    ფორმატში (არადისტანციურ რეჟიმში), ამავე ბრძანებაში მითითებული პირობების დაცვით.“

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 45/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 15 თებერვლის N3141/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსი №1 დანართში მითითებულ პროფესიულ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 72/01-04  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „ინგლისურენოვანი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში“ დოქტორანტებისათვის 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01- 01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 15 თებერვლის N3065/28 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამაზე
„მათემატიკა“ - 5 ვაკანტური ადგილი;
2.   რიგგარეშე  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო  პროგრამის  შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების ვადა - 17-21 თებერვლი;
3.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 22-23 თებერვალი;
4.   ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    პროგრამის    შეცვლის მსურველებთან - 24 თებერვალი;
5.   საგანმანათლებლო    ერთეულის    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 25 თებერვალი;
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისათვის    გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 42/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ილისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 28-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 თებერვლის N3269/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილები მათშორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა რაოდენობა განისაზღვროს დანართი N1 შესაბამისად.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე                  

View More

Order N: 43/01-01 

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი      ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 15 თებერვლის   N41/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის  N3305/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 22 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის        განისაზღვროს 300    ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისათვის - 250 ლარით; თსუ-ის სტუდენტებისათვის - 200 ლარით;
2.    კურსის      ღირებულება      კორპორატიული      დაკვეთის      შეთხვევაში      განისაზღვროს ინდივიდუალური    ხელშეკრულებით,     თუმცა     არა     ნაკლებ     200     ლარისა     ერთი მსმენელისათვის;
3.    ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 55 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4.    დაევალოს       უნივერსიტეტის       კანცელარიას       წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.    დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; 
6.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 20/02-01 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისnფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  N10;  29.  12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 იანვრის № 2/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  თამარ  გაგოშიძის  2022  წლის  8  თებერვლის  N2357/26  წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.  კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 16 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2022 წლის 17 მარტიდან  2022 წლის 25 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა;
4. კონკურსი   გამოცხადდეს   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული     პროფესორების     აკადემიური     თანამდებობების დასაკავებლად:

ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა სასწავლი-სამეცნიერო  დეპარტამენტი
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა “)
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “); სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა “);

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება,    შეთანხმება      ან      სხვ.)      სხვა      უმაღლეს      საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 მარტიდან  2022 წლის 25 მარტის    ჩათვლით   11   საათიდან   16   საათამდე,   ფსიქოლოგიისა   და   განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
9. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის    მართვის   დეპარტამენტი,       გაზეთი   „თბილისის   უნივერსიტეტი", საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 38/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის    სამსახურში    მიღებისა    და    კონკურსის    ჩატარების    ერთიანი    წესის შესახებ"(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის     (პროფესორი,      ასოცირებული      პროფესორი,      ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2022 წლის 13 იანვრის   № 2/04 ერთობლივი   ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2022 წლის 8 თებერვლის N2357/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 16 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს 2022 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 25 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა;
4.კონკურსი    გამოცხადდეს    ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი    აკადემიური    ხარისხის    დამადასტურებელი    დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი   (უცხო   ქვეყანაში   მიღებული   განათლების   ან/და სამეცნიერო    ხარისხის    აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.     საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 25 მარტის  ჩათვლით 11-დან 16 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108; 
7.პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში  მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის    მართვის   დეპარტამენტი,   გაზეთი   „თბილისის   უნივერსიტეტი", საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  ფსიქოლოგიისა  და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 39/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა და მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    საშტატო    განრიგის    დამტკიცების    შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის 2022 წლის 11 თებერვლის  N2597/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 2 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი
მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის    შედეგები    (შემაჯამებელი    ოქმი)    და    განისაზღვრონ    არჩეულად    ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:


კონდენსირებილი  გარემოს ფიზიკის განყოფილება

გიორგი  ჯაყელი  -  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  -  ერთი  საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
შოთა გარუჩავა - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (4
წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გიორგი ჯაყელთან და შოთა გარუჩავასთან.
3.  წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 40/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 09 თებერვლის N2374/10 და თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 15 თებერვლის N3006/10 წერილების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ტრენერების ტრენინგი (ინტენსიური კურსი)“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე                                          


 

View More

Order N: 41/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის, ზაზა წაქაძის 2022 წლის 11 თებერვლის N2615/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების
მოპოვების    მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის 50   (ორმოცდაათი)   და   ლისის   საერთო   საცხოვრებლის   15 (თხუთმეტი) ადგილზე.

2.  ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდება  სტუდენტის  პორტალზე  2022 წლის 15 თებერვლის 11:00 საათიდან 2022 წლის 18 თებერვლის 16:00 საათამდე.

3.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 18/02-01