Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გარდაცვალების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021  წლის  18  ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 15 მარტის MES 2 22 0000258477 (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N 4758/10-02; 15.03.2022) წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი გარდაცვალების გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ სტუდენტებს (დანართი №1).
2.  ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში  (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64).

 
რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 238/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 239/01-04

ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“-ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 მარტის N5758/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღება“ -ის (assuming responsibility for Climate change – arCc) ფარგლებში    სტუდენტებისათვის ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე  - კომისიის  თავმჯდომარე,  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ნანა  მამაგულიშვილი  -  კომისიის  წევრი,  უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
გ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) თინათინ დავითაშვილი - კომისიის მდივანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი.
2. დამტკიცდეს გამარჯვებულის შერჩევის წესი (დანართი №1).
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 78/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2022 წლის 2 მარტის N116/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2022 წლის 2 მარტის N116/01- 04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველ პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6745/28; 24.03.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5164/27, 10.03.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6445/30, 22.03.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N6475/29, 23.03.2022; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N6797/31-01, 25.03.2022; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N5856/26, 16.03.2022 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N6276/32, 21.03.2022 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2021-2022   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო     ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს    ყველასათვის     ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო  სასამართლოს   ადმინისტრაციულ  საქმეთა   კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
 


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 241/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის  მე-8  პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01  ბრძანებისა  და  სასწავლო   პროცესის   მართვის   ელექტრონული   ბაზის   (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ძირითადი    საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად    თანდართული   სიის მიხედვით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 223/01-04 

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანეტა მერკვილიშვილის 2022 წლის 24 მარტის N6607/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

„1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის შენობა- ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე:
ბ)  გიორგი  შამათავა  -  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე  -  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
დ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ე) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  - კომისიის წევრი;
ვ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  - კომისიის წევრი;
ი)  კახაბერ  ჭეიშვილი  -  პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელი  - კომისიის წევრი;
კ)   ნანა   მამაგულიშვილი   -   საზოგადოებასთან   ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;".


2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 დეკემბრის №184/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ანეტა  მერკვილიშვილი  -  შესყიდვების  განყოფილების  უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) დინარა ტიკარაძე - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
გ) ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
დ) ლია ბაყაშვილი - მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია);
ე) თინათინ ქებაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ვ) შოთა გაბადაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ზ) გიორგი მხეიძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
თ) ელენე გოგოლაძე - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია);
ი) ნინო დუნდუა - უფროსი სპეციალისტი“;


3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.


4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 48/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის, ზაზა წაქაძის 2022 წლის 22 მარტის N6427/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების    მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდაათი) ადგილზე.

2.  ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდეს  სტუდენტის  პორტალზე  2022 წლის 24 მარტის 11:00 საათიდან 2022 წლის 25 მარტის 16:00 საათამდე.

3.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 47/02-01  

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მესინა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს      კონკურსი      2021/2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მესინა უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 24 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6.    ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 77/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 21 მარტის N6351/26 წერილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“   რიგგარეშე შიდა მობილობისათვის 5 ვაკანტური ადგილი;
2.  შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების/რეგისტრაციის ვადა - 25 მარტი;
3.   გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 26 მარტი;
4.   შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 27 მარტი;
5.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -28 მარტი;
6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 29 მარტი;
7. საგანმანათლებლო    ერთეულის    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 30 მარტი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულებისათვის    გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 76/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    გადაწყვეტილების    მიმღებ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 21 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ლაშა   საღინაძე,   თსუ   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელი,   კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)  ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 74/01-01

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლაკვილას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ლაკვილას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 22 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  თამარ   ჭელიძე,   თსუ  ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
გ)  მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

View More

Order N: 75/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტის,   322     მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”   (დამტკიცებულია   თსუ   წარმომადგენლობითი   საბჭოს   მიერ,   ოქმი   N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 18 თებერვლის N6/04   ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის  2022 წლის 17 მარტის N5937/10   წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული

სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 22 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილის  ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022  წლის 23  მაისამდე.
4. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა)  დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  0,5 საშტატო ერთეული

5.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია    განსაზღვრული   პირობებისა   და   ვადების   დაცვით   წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს    ,,სქესობრივი    თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ    დანაშაულთა  ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს       კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე    კანონის     საფუძველზე     სასამართლომ     ჩამოართავა     საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილის   ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700   საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9..წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, 
საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტი,    მიხეილ    ნოდიას    სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 203/01-04

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს      კონკურსი      2022/2023      სასწავლო      წლის      შემოდგომის სემესტრისთვის        თსუ-ს   ორმხრივი   თანამშრომლობის   ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       სტუდენტებისათვის       გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთაა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 17 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დემეტრე  ეგნატაშვილი,  თსუ  იურიდიული  ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლილი ხეჩუაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თამაზ  ზუბიაშვილი,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) რუსუდან  დოლიძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)  მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)  ჯაბა   უროტაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 72/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში „შპს უმაღლეს სასწავლებელ მილენიუმის“ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რიგგარეშე მობილობისთვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2022 წლის 15 მარტის 1.1/25 ბრძანებით ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 17 მარტის N 5927/27 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს   „შპს   უმაღლეს   სასწავლებელ   მილენიუმის”    ქართულ   ენაში მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  ჩარიცხული   პირების  რიგგარეშე მობილობისთვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    2021-2022   სასწავლო   წლის გაზაფხულის სემესტრში ვაკანტური ადგილები:


N                            საგანმანათლებლო პროგრამა                                                   ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1            ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა                                                2


2.განისაზღვროს  2021-2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრის  რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 მარტი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 22 მარტი;
გ) სტუდენტთათვის   აღიარებული   კრედიტების   გაცნობა   და   წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 23 მარტი;
დ) საგანმანათლებლო    ერთეულების    მიერ    სასწავლო    პროცესის    მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 24 მარტი;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 25 მარტი.

3.განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი.

4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 73/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა– აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2022 წლის 10 მარტის N5165/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო  მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავ- საყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01- 01   ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართში   და   ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-, კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის მუშაობის წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად    არქიტექტურულ-მხატვრული     კომპოზიციის     განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ,    ხოლო      აუდიტორიების,      დარბაზებისა      და      სტრუქტურული ერთეულებისთვის სახელების მინიჭების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ.“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი
 

View More

Order N: 70/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პატრასის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში   პარტნიორი   პატრასის   უნივერსიტეტის   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 16 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   ანა    ჩიქოვანი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)   ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,  შიდა    აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი
 

View More

Order N: 71/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარი შენობის დარბაზისათვის სახელის მინიჭების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ– კულტურული ფასეულობების დაცვა – აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 28 თებერვლის N4324/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  მთავარი შენობის  დარბაზს  მიენიჭოს დიმიტრი შევარდნაძის  სახელი.
2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს დარბაზის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 66/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის    სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 7 მარტის N4915/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის    მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის     მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე    შესარჩევად    დამტკიცდეს    კომისია    შემდეგი შემადგენლობით:
1) ზაზა გორდეზიანი   -   შპს   „ასკანგელ   ალიანსი“-   გენერალური   დირექტორის მრჩეველი, დამსახურებული სამთო ინჟინერი,   ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
2) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
3) კარლო აქიმიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ჯაფარიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის      ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ადეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის  გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის  ასისტენტ- პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა გორდეზიანი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ აბშილავა, საკონკურსო კომისიის მდივნად კარლო აქიმიძე;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,    საინფორმაციო    ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,  ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
7.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

View More

Order N: 67/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ზიელონა გორას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ზიელონა გორას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 15 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 68/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია), წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შმესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2022 წლის 9 მარტის N5059/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს     კონკურსი     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში - განყოფილების უფროსის -   1 საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული და წამყვანი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული  - შესარჩევად.

2. საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 2200 (ორი ათას ორასი) ლარით.

3. საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  მთავარი  სპეციალისტის (პირველი კატეგორია) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათას ორასი) ლარით.

4. საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  წამყვანი  სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარით.

5. აპლიკანტი  (შესყიდვების  განყოფილების  უფროსი)  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და  მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);

ბ) ჰქონდეს საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში);

გ)  ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office;

დ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;

ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ე.ა) იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.ბ)    საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595–  1599 მუხლები;

ე.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი; 
ე.დ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ე.ვ)     საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;

ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;

ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;

ე.პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’;

6.   აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) კრეატიული აზროვნების უნარი;

ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;

ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

7. აპლიკანტს  მოეთხოვება   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების   განყოფილების უფროსის  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები    განყოფილების თანამშრომლებს შორის, მისცეს მითითებები და დავალებები,  დაგეგმოს  ელექტრონული  შესყიდვების  პროცესები  და კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი;

ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ორგანიზება გაუწიოს თსუ შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირების პროცესს,    განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას და შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

გ) ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების       მომზადება   -   წარდგენის   პროცესს,   უზრუნველყოს       სატენდერო 
პროცედურების  წარმართვა  და  კონტროლის  გაწევა,  დაადგინოს  მომზადებული  და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

დ) უზრუნველყოს საკონკურსო პროცედურების წარმართვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოსული წერილების საფუძველზე გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;

ე)   მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით   მონაწილეობა მიიღოს მიმწოდებლების შერჩევაში, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) ითანამშრომლოს თსუ პროფილურ დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან,  პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზება;

ზ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” მომზადება;

თ) კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას, მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე წერილობითი ნებართვების მოპოვებას, ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის კვლევას და   მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;

8. კონკურსში   მონაწილეობის    მსურველ    აპლიკანტს   (შესყიდვების   განყოფილების უფროსი)  მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)

ვ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;

ზ) ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;

თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში); 
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

კ) სამოტივაციო წერილი;

9. აპლიკანტი  მთავარი  სპეციალისტი  (პირველი  კატეგორია)  უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);

ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

გ)  ინგლისური ენის ცოდნა A2;

დ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;

ე) იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;

ვ)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:

ზ.ა)    საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595– 1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;

ზ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე)   საქართველოს   მთავრობის   2017   წლის   26   სექტემბრის   №439   დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის
№7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის
№19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;


10. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

11. აპლიკანტს  მოეთხოვება   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების   განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების  პრიორიტეტულობის  გათვალისწინებით.  პრეტენდენტების  შერჩევა– შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება.   სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე)   სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.  საჭიროების  შემთხვევაში  ხელშეკრულებაში  ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ვ) შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
ზ) გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
ი) საჭიროების შემთხვევაში საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს’’-თან;
კ) საჯარო ინფორმაციის გადაცემის მიზნით კვარტალური ანგარიშების მომზადება/ფინანსური ხარჯის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი უწყებისთვის გაგზავნა
ლ) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.

12. აპლიკანტი     (წამყვანი     სპეციალისტი)     უნდა    აკმაყოფილებდეს     შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს      უმაღლესი      განათლება      -      ბაკალავრი      (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა A2;
დ) იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
ე)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
ვ)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ზ.ა) საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595– 1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი; 
ზ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე)   საქართველოს   მთავრობის   2017   წლის   26   სექტემბრის   №439   დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

13. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; 
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

14. აპლიკანტს       მოეთხოვება       საფინანსო       დეპარტამენტის       შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობა.
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა– შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება.   სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.  საჭიროების  შემთხვევაში  ხელშეკრულებაში  ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ვ) შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
ზ) გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
თ) შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების (წერილები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, დასკვნები და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები) ექტრონული შტამპით დამოწმება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
კ) საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ლ) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან. 
15. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს (მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია), წამყვანი სპეციალისტი)) მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი;
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა   სასერთიფიკატო ტრენინგ   კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

16. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში Zoom პლატფორმის  საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და Zoom პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

17. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია), წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);

18. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს  2022  წლის  14  მარტიდან  2022  წლის  18  მარტის  ჩათვლით  18:00  საათამდე 
ელექტრონულ   მისამართზე:    vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტი".

19. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის        საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების    განყოფილების    - განყოფილების    უფროსის,   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი   კატეგორია)   და წამყვანის სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

20. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 4 აპრილისა;

21. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 44/02-01