Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად ამავე ფაკულტეტის პროფესორის ირინე ქურდაძის დანიშვნის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N 135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის  დებულების  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტის  (დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს  გადაწყვეტილებით    ოქმი   N3,  26.06.2014, მასში  შეტანილი ცვლილებებით) და 23-ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თ.ზარანდიას  2023 წლის 23 ივნისის N17135/31-05 წერილის (თან ერთვის  სამაცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დაკმაყოფილდეს იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის  თ.ზარანდიას განცხადება და დაინიშნოს 2023 წლის  პირველი ივნისიდან 2024 წლის  პირველ  ივნისამდე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირინე ქურდაძე და განესაზღვროს შრომის ანაზღაურება  თვეში 1700 (ათასშვიდასი) ლარის ოდენობით.
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ირინე ქურდაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი,  საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლიგიების მართვის დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 694/02-03

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42- ე მუხლის  მე-2  პუნქტის,თსუ  აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ- ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი   წესი“-ის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 27 ივნისის N 17523/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩაირიცხონ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (2023 წლის 1-ლი მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ მსმენელის სტატუსი.
2.წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 28 ივლისიდან 03 აგვისტოს ჩათვლით.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების  გარეშე  და  გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე 

View More

Order N: 570/01-04

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და  მე-11  პუნქტების, რექტორის  ბრძანების (N  87/01-01; 26/04/2023) და   ევროკავშირის   მიერ   დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს   პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 17635/10; 28.06.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 30 ივნისს.
ა)ლია ძებისაური, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკატერინე ფირცხალავა,თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,კომისიის წევრი;
გ)სოფიო  თოთიბაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
3.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს(საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

 

View More

Order N: 149/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების და მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების- „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და  კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის  შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის  №113  დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი,ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის  30 მაისის  N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თ. რუხაძის 2023  წლის  23 ივნისის N17030/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის  სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 10 ივლისს.საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 9 სექტემბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შინაგან დაავადებათა კათედრა:

ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ბ“-კატეგორია);

5.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე    ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
    
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული დადგენილი ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,ისე ელექტრონული(CD)  სახით,(ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); 
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ),,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად  შეესაბამება  თსუ  ბიბლიოთეკის რესურსებს.შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი; 
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა.თანხმობის წერილს  იმ  ბაზის/ბაზების  ხელმძღვანელისგან,სადაც  უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს; 
ლ.გ.კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს,რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,  10 საათიდან 17 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა.ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,III სართული, ოთახი N330;
7.ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,
წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინი ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

 
 

View More

Order N: 151/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 16 ივნისის 16301/28 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი  ” (დანართი N1).
2. დავით  სარაჯიშვილის  სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბეჟან ჭანკვეტაძე    – სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე).
ბ) გიორგი ბეზარაშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) მარინა ტრაპაიძე – სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) ნელი  სიდამონიძე – ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) ელენე კაცაძე –  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -
პროფესორი (კომისიის წევრი);
ზ) ქრისტინა გიორგაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის წევრი);
თ) მარინა  ქარჩხაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის მდივანი);
ი) ნინო  თაყაიშვილი - ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის წევრი);
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე                                                                                                                             
 

View More

Order N: 146/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების  პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’   საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და დამოუკიდებელი შემფასებლის 2023 წლის 21 ივნისის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ: 


1. შევიდეს   ცვლილება  ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო,     სამეცნიერო,      საგამოცდო,      მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული       ღონისძიების        ორგანიზების        პროცედურის განსაზღვრისა და      მომსახურეობის      სახეობების      განსაზღვრის      შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული  დანართი    N2 ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  სახით  (დანართი   N2 - თსუ   ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაში არსებული სივრცე).

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე                                                                                                                              

View More

Order N: 153/02-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით დადგენილი სტუდენტური პროექტების წარმოდგენისა და განხილვის (დაფინანსების) ვადებისაგან ერთჯერადად განსხვავებული ვადების განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების    შესახებ”    საქართველოს    კანონის    მე-2    მუხლის    ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 ივნისის N16645/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში   სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით დადგენილი სტუდენტური პროექტების წარმოდგენისა და განხილვის       (დაფინანსების)       ვადებისაგან       ერთჯერადად       განისაზღვროს ქვემოთმოცემული ვადები:

ა) სტუდენტური პროექტების მიღების ვადა - 22-29 ივნისი;
ბ) საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების ვადა - 30 ივნისი, 3 ივლისი;

გ) სტუდენტური პროექტების დაფინანსების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 10 ივლისი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის      ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე                                                                                                                               
 

View More

Order N: 152/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე -3 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტისა  და  ნოდარ  ამაღლობელის  სახელობის მაღალი ენერგიების   ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის  დირექტორის  მ. ნიორაძის 2023  წლის 19 ივნისის  N16465/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სულხან ნანობაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 
ბ) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი;
გ) ალექსანდრე კვინიხიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ სულხან ნანობაშვილი საკონკურსო კომისიის წევრად ალექსანდრე კვინიხიძე და საკონკურსო კომისიის მდივნად სიმონ წერეთელი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                
 

View More

Order N: 142/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’ , ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2023 წლის 18 მაისის №გ-1/109/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე: 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის  2012 წლის  12 ივლისის №   84/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ს  დაემატოს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:,,მუხლი 31. ინფორმაცია სტუდენტების გამოცდაზე განთავსება
1. საგამოცდო ცენტრის უფროსი უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოცდამდე არაუგვიანეს ერთი დღისა, აქვეყნებს სტუდენტების გამოცდაზე განთავსების  ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს სტუდენტის სახელს, გვარს, სექტორის ნომერს, ადგილის ნომერს და საგნის დასახელებას.
2.სტუდენტების გამოცდაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდიდან წაშლილი უნდა იქნეს შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.“.
2.დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთავავე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.


რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

View More

Order N: 144/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და მათი წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2021 წლის  29 ივლისის  N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული„სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის  სასწავლო  პროცესის  მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 20 ივნისის N 16640/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროსსსიპ- ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე- „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ 2023 წლის პირველი მიღების მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ)პროფესიული  გადამზადების  პროგრამით   - „ლაბორატორიული  ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება“ განსაზღვრული  წინარე  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი(თსუ-ის კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 23 და 26 ივნისი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

View More

Order N: 143/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამა ,,აუდიოსახელმძღვანელოების“ დამტკიცების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე -2 ნაწილის , 57-ე მუხლის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ’’, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში   სტუდენტების   ხელშეწყობის   /დასაქმების პროგრამა ,,აუდიოსახელმძღვანელოები“ (დანართიN1).
2. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკას , საფინანსო  დეპარტამენტსა  და  პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს პროგრამის განსახორციელებლად ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა
4. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე    გამოქვეყნება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანება და განცხადება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტების ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განათავსოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე                                

View More

Order N: 150/02-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,   56–ე მუხლის    მე-2 და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული „საჯარო       სამართლის იურიდიული   პირის       –    ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“    მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტისა და  თსუ-ის  საგამოცდო  ცენტრის  უფროსის   N15961/10,  13.06.2023 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ              – ივანე       ჯავახიშვილის       სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში   2022-2023 სასწავლო  წლის  სასწავლო პროცესის   ვადების   განსაზღვრის შესახებ“  რექტორის   2022 წლის   4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების  „1.1.“ პუნქტის „გ.დ “  ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ.დ) საგამოცდო პერიოდი  - 19 ივნისი-  18 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“;

2.უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება
და სტუდენტებისთვის წინამდებარე ბრძანების და მისი მოკლე შინაარსის    სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და   პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


 რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                

View More

Order N: 140/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტების,  ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტის  და  ინსტიტუტის  დირექტორის  თამარ წუწუნავას 2023 წლის 15 ივნისის N1603/10 წერილის   (თან   ერთვის   ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N9  12.06.2023) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ     – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ  ქუთელია    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის
გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის  18 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი          ჯაბა სამუშია                                                                                                                                 
 

View More

Order N: 141/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის ნაწილისთვის ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

2023 წლის   9 ივნისს  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი     საბჭოს     გადაწყვეტილებით     (ოქმი          N5) შინაგანაწესში შევიდა  გარკვეული  ცვლილებები,  კერძოდ,  მე-8  მუხლის  მე-3  პუნქტის თანახმად,   ,,პერსონალს, რომელსაც   ჰყავს   სკოლამდელი   ან   სასკოლო   (დაწყებითი საფეხურის) ასაკის  ბავშვი,  ან  შშმ/სსსმ     ოჯახის  წევრი , ასევე,  თუ  არსებობს  სხვა განსაკუთრებული ობიექტური  გარემოება,  უფლება  აქვს,  უშუალო  ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი  საათით  გვიან,  ან  სამუშაო  ადგილი  დატოვოს  დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ . ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის ცალკეული პერსონალის მიმართ გამოცემული იყო ,,ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ბრძანებები 2023 წლის 9 ივნისამდე მოქმედი   შინაგანაწესის  მიხედვით, რომელთა ა/წ 9 ივნისს დამტკიცებული შინაგანაწესის ცვლილებეთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” პირველი მუხლის მე-2 ნაწილის,   სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს    2023 წლის    9 ივნისის    N5 სხდომაზე დამტკიცებული   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მე-8 მუხლის მე-3  პუნქტის,  ,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  23-ე მუხლის პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ზ”  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 15 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზოგიერთი პერსონალისთვის   ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 9 ივნისამდე გამოცემულ ბრძანებებში და აღნიშნულ პერსონალს ნახევარსაათიანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭოს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მოქმედი რედაქციის    მე-8   მუხლის   მე-3   პუნქტის   -   ,,პერსონალს,   რომელსაც   ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის ბავშვი, ან შშმ/სსსმ ოჯახის წევრი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება    აქვს,    უშუალო    ხელმძღვანელთან    შეთანხმებით,    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, ან სამუშაო ადგილი დატოვოს დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ შესაბამისად.
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე 

View More

Order N: 149/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ლიდერობა 21-ე საუკუნეში“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  54–ე მუხლის პირველი  ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის     N135/ნ     ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 01 ივნისის    N14649/10 და თსუ     უწყვეტი  განათლების ცენტრის უფროსის  2023 წლის  15 ივნისის N16236/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „ლიდერობა 21-ე საუკუნეში“   (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 139/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში და მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:


„41. 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მის მიერ სწავლის საფასურის დავალიანება სრულად იქნეს დაფარული უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული დამატებითი გამოცდების ვადის დასრულებამდე.“

2. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და     სტუდენტებისთვის წინამდებარე ბრძანების და ამ ბრძანების მოკლე შინაარსის  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა.

3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 137/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის    ზ.   გაიპარაშვილის   2023   წლის   13   ივნისის   N15921/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი   განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად (1 ვაკანსია).
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოეთხოვება: 
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევით სფეროში ჰუმანიტარული/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
გ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, საქართველოს კანონი „ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.
4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი   განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს განყოფილების საქმიანობა;
ბ) გაანაწილოს  მოვალეობები  განყოფილების  თამანშრომლებს  შორის,  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, განსაზღვროს მათ ფუნქციები და მისცეს დავალებები;
გ) ხელი მოაწეროს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) მოამზადოს წლის განმავლობაში განყოფილებაში გაწეული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის დეტალურ ანგარიში, შეიმუშავოს განყოფილების მომავალი წლის კვლევითი მუშაობის მიმართულებები და წარუდგინოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ე) უხელმძღვანელოს და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის საარქივო მასალის დამუშავებაში;
ვ) ორგანიზება გაუწიოს განყოფილებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ვ) კონკურსით    გამოცხადებული    ვაკანსიის    დაკავების    შემთხვევაში    აპლიკანტმა პერსონალის    მართვის   დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს   ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა    და     ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ     მიმართული     დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
7.კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან    გასაუბრებას    (კონკრეტული    თარიღი    და    დრო    ეცნობებათ    წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი   განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 19 ივნისიდან 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის  საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  და  უახლესი  ისტორიის 
პერიოდის არქივების შემსწავლელი   განყოფილების გამგის   (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი   განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი შამათავა
 

View More

Order N: 145/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის მიზნით სარედაქციო კოლეგიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-12 პუნქტების,  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელის    2023  წლის  2    ივნისის 14852/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის მიზნით სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია – თსუ რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი;
ბ) თამარ გაგოშიძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი   – თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორის მოადგილე;
დ) ნანა გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი,  სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ე) რევაზ გაჩეჩილაძე   – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ვ) როზეტა გუჯეჯიანი   – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ისტორიისა და ეთნოლოგიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ზ) სალომე დუნდუა – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული  პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
თ) თამარ ზარანდია – იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ი) ილია   თავხელიძე –   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცურებული პროფესორი,  სარედაქციო კოლეგიის წევრი;
კ) დარეჯან თვალთვაძე   – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ლ) თეონა იაშვილი – საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. სარედაქციო კოლეგიის წევრი;
მ) ირაკლი იმედაძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ნ) ვახტანგ ლიჩელი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ო) გია ლობჟანიძე – მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი; 
პ) დალი ნიკოლაიშვილი –   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი; 
ჟ) თევდორე ნინიძე – იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
რ) ვლადიმერ პაპავა – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ს) დავით სართანია- მუზეუმის დირექტორის მოადგილე, სარედაქციო კოლეგიის წევრი; ტ)  ავთანდილ  სილაგაძე  –  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის     პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
უ) ლალი სურმანიძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,  პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ფ) სხირტლაძე ზაზა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტის   პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ქ) ვაჟა ტრაპაიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე,   ასოცირებული პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ღ) გიორგი ღაღანიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ყ) მანანა შამილიშვილი –   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
შ) დიმიტრი შველიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის     ასოცირებული პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ჩ) ნინო ჩიხლაძე –   მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ც) ელგუჯა ხინთიბიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის       პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ძ) ირმა ხარშილაძე – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი;
წ)რამაზ ხომერიკი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი; 
ჭ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სარედაქციო კოლეგიის აღმასრულებელი მდივანი.
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

View More

Order N: 133/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ნინო პავლიაშვილის 2023 წლის 12 ივნისის N15748/10 და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთeულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2023 წლის 13 ივნისის N15902/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ა) ლიანა ოდიშვილი - დირექტორის თანაშემწე - №204; 205 და N206 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ბ) გიორგი ედიშერაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი -
N207ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
გ) ანა ტივაძე -   მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი - №200(IV დარბაზი), №201 (V დარბაზი), მე-2 სართულის აბონემენტის ჰოლი,   №304 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
დ) თამარ ჩიხლაძე - მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსი -   №209, 411, ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ე) მარინე ფრუიძე - გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსი - № 303 და 210 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ვ) თინათინ დარჩია - მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის      სამკითხველო დარბაზების მომსახურების და აბონემენტის განყოფილების უფროსი -   N300 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ზ) მაია ბართაია -     საბიბლიოთეკო რესურსების განვითარებისა და დაცვის დეპარტამენტის დიგიტიზაციის ჯგუფის უფროსი - №301 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
თ) ნანა ღუდუშაური - საბიბლიოთეკო რესურსების განვითარებისა და დაცვის დეპარტამენტის    დაკომპლექტების  განყოფილების  მთავარი  სპეციალისტი  -  №  103, ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ი) მარიკა ჟორჟოლიანი - მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის  სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი - №306 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
კ) ქეთევან ასიეშვილი - ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
- N305 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ლ)    მედეია   ყიფიანი   -   საბიბლიოთეკო   რესურსების   განვითარებისა   და   დაცვის დეპარტამენტის  კატალოგების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - №107,
108 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი); 
მ)    თამარ    ლაბაძე    -    საბიბლიოთეკო    რესურსების    განვითარებისა    და    დაცვის დეპარტამენტის   წიგნსაცავის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - №014- I საცავი,
№104 – III საცავი და IV საცავში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ნ) გიორგი მიკუჩაძე – პროგრამისტი - N311 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ო) ეკატერინე ჭანტურია - საბიბლიოთეკო რესურსების განვითარებისა და დაცვის დეპარტამენტის დიგიტიზაციის ჯგუფის რედაქტორი    - N302 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
პ) თეა პაპიაშვილი - მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი - N308 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ჟ) ნოდარ გრიგორაშვილი - მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის   მთავარი სპეციალისტი -   ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (III კორპუსი);
რ) ნანი ჯანჯღავა -   საწყობის გამგე - N004 და 309 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ს) გიორგი აგლაძე - ინფრასტრუქტურის სამსახური, I კორპუსის კომენდანტი - (001, 002,
003, 005, 007, 008, 009, 013, 015, 016, 019, 020, 021, 022, 023, 100 (სააქტო დარბაზი), 101, 102, 106, 109, 203,  208, 312, 310, 400 (I დარბაზი), 401 (II დარბაზი), 402 (III დარბაზი), 404, 405, 405ა, 406, 407, 408, 409, 410, 412, 413, საქვაბე, I პირველი სართულის ფოიე, I სართულის ჰოლი, II სართულის ფოიე, III სართულის ფოიე, IV სართულის ფოიე, IV სართულის ჰოლში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი); 
ტ) ალექსანდრა სეროვა - საბიბლიოთეკო რესურსების განვითარებისა და დაცვის დეპარტამენტის ჰიგიენისა და რესტავრაციის ჯგუფის მკინძავი N010 და  011 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
უ) ავთანდილ ბილანიშვილი - ინფრასტრუქტურის სამსახურის   მრავალპროფილიანი მუშა - N012 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე   პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ფ) იაგო თოიძე - ინფრასტრუქტურის სამსახურის ელექტრიკოსი - N006 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი);
ქ) ზურაბ ქართველიშვილი - ინფრასტრუქტურის სამსახურის კომენდანტი - ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (II კორპუსი).
ღ) ელგუჯა გოგიჩაიშვილი - ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი ინჟინერი - ოთახი N307.“.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,4. თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი

1. დირექცია
ა) ქეთევან გაბარაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - N105, 107 და 110 ოთახებში და ფოეში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

2. ბიბლიოთეკა
ა) ვიოლეტა მნათობიშვილი - უფროსი ბიბლიოთეკარი - ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში მდებარე ადმინისტრაციულ კორპუსში, III სართულზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

3. ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
ა) ლევან ბაშელეიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - N103ა ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

4. პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება
ა) ნინო კობახიძე - მეცნიერი თანამშრომელი - N101ბ და114 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ირა მშვენიერაძე - მეცნიერი თანამშრომელი - N101ა, 102ა და 102ბ ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

5. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება
ა) ზვიად ჩხაიძე - მეცნიერი თანამშრომელი - N104ა, 115ბ  და 116 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

6. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება 
ა) კობა ლობჟანიძე -  მეცნიერი თანამშრომელი - N104ბ  ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ნინო ფოფხაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - N103ბ ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

7. გარემოს დაცვის განყოფილება
ა) ტარიელ ადამია -   უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - N1 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ლაბორატორიული კორპ.).

8. გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
ა) მანანა კავსაძე - მეცნიერი თანამშრომელი - N1 და 109 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ირაკლი   ჯავახიშვილი   -   ლაბორატორიის   ხელმძღვანელი,   უფროსი   მეცნიერი თანამშრომელი - N111 და 115ა    ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

9.    მადნეულის სამეცნიერო ბაზა
ა) თენგიზ ნატრიაშვილი - დარაჯი - კაზრეთის ბაზაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

10.  არქივი
ა) ნანული სამხარაძე - არქივარიუსი - ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში მდებარე ადმინისტრაციულ კორპუსში II სართულზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.

11.  ლითონები
ა) ნინო ქადაგიშვილი - ინჟინერ ქიმიკოსი - N1 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ლაბორატორიული კორპ.).

12.  სარემონტო სახელოსნო, ავტოფარეხი
ა) ედუარდ ფაროიანი - ავტოფარეხის ტექნიკოსი - N2 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ლაბორატორიული კორპ.).“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი შამათავა

View More

Order N: 143/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის დამტკიცების მიზნებისათვის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) შერჩევის პროცედურის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე  მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს განათლებისა   და      მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8 პუნქტის „ა“ და  „ო“  ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰიმნის   დამტკიცების   მიზნებისათვის    ჰიმნის   ტექსტის   (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა“ (დანართი N1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია

View More

Order N: 136/01-01